ადვოკატი სექსუალურად ავიწროებდა ქალს, რომელსაც სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა — საფარი
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის, საფარის ინფორმაციით, ადვოკატი სექსუალურად ავიწროებდა ქალს, რომელსაც სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა.
ნინო გოდერძიშვილი On.ge-სთან ყვება, რომ პანდემიის დასაწყისში ერთ-ერთ ორგანიზაციას ადვოკატის კონსულტაციისთვის მიმართა, რადგან ყოფილ ქმართან ქონებრივი დავა ჰქონდა. ქალის თქმით, ამის შემდეგ დაუკავშირდა ადვოკატი ლ.ჯ. და გაუწია კონსულტაცია, თუმცა პერიოდულად დაიწყო თავისი პირადი ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნა, ასევე, ცდილობდა ნინოს დათანხმებას ურთიერთობაზე.
"ვცდილობდი მაქსიმალურად დამეიგნორებინა ეს ფაქტი და კონსულტაცია გამეგრძელებინა, მაგრამ არ გამომივიდა. უშუალო სიტყვიერი შემოთავაზებებიც ჰქონდა: წყლის ნაყვას შეეშვიო, გირჩევნია შეძლებული ტიპი მონახო, რომელიც ყველანაირ პრობლემას მოგიგვარებსო; ცუდ ქმარს კარგი საყვარელი ჯობია, ყველა ჩემს კლიენტ გოგოს ასე ვეუბნებიო. მთხოვდა შეხვედრას, მაგრამ უარი ვუთხარი და შემდეგ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა", — ამბობს ნინო.
ქალი გვიყვება, რომ ადვოკატი კაცი მიმართავდა სიტყვებით: "უტვინო", "გოიმი", "სოფლელი", "განათხოვარი" და ა.შ., ასევე, ცდილობდა შეურაცხყოფის მიყენებას თავისი ქონებრივი უპირატესობის წარმოჩენით.
"ქმარი შენ ფულს არ გიხდის და რა წონაც გაქვს, იმ წონის ფულს დღეში ვშოულობო. ქონების ფოტოებს გზავნიდა — ფულის კუპიურების, საბანკო ანგარიშების, მაცივრის, ოქროს საწერი კალმის და ა.შ. კლიენტებისგან გადმორიცხული ფულის სქრინებს მიგზავნიდა, მათ კონფიდენციალურ ინფორმაციასაც არ უფრთხილდებოდა".
ნინო ამბობს, რომ ადვოკატს უარი უთხრა ურთიერთობაზე და სოციალურ ქსელშიც დაბლოკა, თუმცა ის სხვადასხვა ანგარიშით ცდილობდა მასთან დაკავშირებას.
ამის შემდეგ, როგორც ნინო გვიყვება, დაუკავშირდა ქალი, რომელმაც უთხრა, რომ გაჭირვებული ადამიანებისთვის პროდუქტს აგროვებდა. მერე აღმოჩნდა, რომ ის ადვოკატთან მუშაობდა, რაც ნინომ არ იცოდა და ქალს მისამართი და ტელეფონის ნომერი მისცა, რათა პროდუქტები მიეწოდებინა. თუმცა ის ნინოსთან ადვოკატთან ერთად მივიდა.
"წარმოიდგინეთ, როგორი გამაოგნებელი, შეურაცხმყოფელი და შემაშინებელი იყო ეს ჩემთვის. ადვოკატს მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ ადამიანებს ჩუმად უღებს ვიდეოებს და შემდეგ ტვირთავს სოციალურ ქსელებში, მათ შორის პროკურორებს, მაშინებდა ამით. როცა სახლში მოვიდა, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი იყო", — ამბობს ნინო.
ქალი გვიყვება, რომ ეს ყველაფერი 25 ივლისს დაიწყო, საფარს კი დახმარებისთვის სექტემბერში მიმართა. ნინოს თქმით, როცა ადვოკატმა ამის შესახებ გაიგო, დაურეკა და შეხვედრას ითხოვდა.
ქალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრა, ადვოკატმა მისი ფოტო სხვადასხვა ჯგუფში ატვირთა და წერდა, რომ ნინო აგენტია, მის დაკავებას აპირებენ და ა.შ. შედეგად, ქალს რეპუტაციული ზიანი მიადგა — ეს პოსტები ნახეს მისმა ნათესავებმა, პაციენტებმა.
"ემიგრაციაში მყავს დედა, რომლისთვისაც, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა — იცის, მისი შვილი ექიმია, მუშაობს და უცებ ხვდება ნიუსი, რომ იჭერენ, აგენტია და ხალხი მლანძღავს. იმხელა დარტყმა იყო ეს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, გახსენებაც არ მინდა. ფსიქოლოგის ჩართვაც დამჭირდა. კი ბატონო, მოვიგეთ პროცესი, მაგრამ ტრავმა ისევ მაქვს. ჩემს კარიერაზე, რეპუტაციაზე და პიროვნებაზე ძალიან დიდი დარტყმა იყო", — ამბობს ის.
საფარშიც აღნიშნავენ, რომ ადვოკატის მიერ სხვადასხვა ჯგუფში დაწერილ პოსტებზე ნინოს უმარავი ადამიანი შეურაცხყოფას აყენებდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა თავად ლ.ჯ.-ც, რომელიც მსხვერპლს მტრულ, შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახავ გარემოს უქმნის. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა ორგანიზაციამ შემაკავებელი ორდერი და პოლიციამ ის გამოსცა. ადვოკატმა ორდერი გაასაჩივრა, თუმცა საქალაქო სასამართლომ ის ძალაში დატოვა.
"ნომერიც კი შევცვალე, რომ აღარ დაერეკა. შემეცვალა ცხოვრების სტილი, ძალიან შეშინებული ვიყავი. ადამიანი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს ასეთ რამეებს უბედავს და არ ისჯება, მე რას მიზამდა?! დაბლოკვის მერეც რომ არ გაჩერდა, ამან შემაშინა ძალიან. თან ჩემს მცირეწლოვან შვილებს ახსენებდა — ვიცი ორი შვილი რომ გყავს და ვიცი, სადაც ცხოვრობო. როცა ტელეფონზე უცხო ნომერი რეკავდა, მაკანკალებდა, მეგონა, რომ ან ის იყო, ან მისგან მოგზავნილი ვინმე", — ამბობს ნინო.
საფარში აღნიშნავენ, რომ სამართალწარმოების ყველა სტადიაზე, ლ.ჯ. და მისი ადვოკატები ნინოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს უამრავი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც ადვოკატის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს.
ნინოს საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც — საფარმა ომბუდსმენს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისთვის მიმართა. ორგანიზაციამ განცხადება შეიტანა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაშიც, სადაც მოქმედი ადვოკატების ეთიკურ გადაცდომებს სწავლობენ. შესწავლა ჯერ არ დასრულებულა. შედეგებს On.ge მკითხველს აუცილებლად გააცნობს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები