კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი მოხსენება მიზნად ისახავს კომპანიებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობისა და განვითარების პოტენციალის გაცნობას.

კვლევის მიხედვით, ორგანიზებული ბაზარი პანდემიის პირობებში ზრდას განაგრძობს. მოსალოდნელია ორგანიზებული მოთამაშეების ბაზრის წილისა და კონკურენციის ზრდის პირობებში, 2019 წლის დონის შენარჩუნება.

ორგანიზებულ ბაზარზე საშუალო ზომის მოთამაშეების წილი გაიზარდა, რაც ახალი მაღაზიების გახსნით არის განპირობებული. ამასთანავე, ორგანიზებული ბაზარი ფართოვდება საქართველოს მასშტაბით, თუმცა რამდენიმე დიდი რეგიონი კვლავ აუთვისებელი რჩება.

ბაზრის გრძელვადიანი ტენდენციები FMCG დანახარჯებისა და ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდაზე მიანიშნებს. 2020 წელს უნაღდო დანახარჯების როლი აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კვლევის თანახმად, ქართული FMCG მოთამაშეების ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურად ჯანსაღ დონეს ინარჩუნებენ.