2021 წლის 10 უდიდესი ტექნოლოგიური ტრენდი, რომლისთვის მზადებაც დღესვე უნდა დავიწყოთ
2020 წელის საკმაოდ რთული წელი გამოდგა, იმდენადაც, რომ ჟურნალმა Time-მა ყველაზე ცუდ წლად დაასახელა. შესაძლოა, მსოფლიოს 2020-ზე რთული წლებიც გადაუტანია, მაგრამ დამეთანხმებით, უმეტესობა ჩვენგანს მსგავსი არაფერი გვინახავს.
მიუხედავად პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფერო არ გაჩერებულა, პირიქით კრიზისმა დააჩქარა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება და სავარაუდოდ, პანდემიის ჟამს აკრეფილი სწრაფი ტემპი მომდევნო წლებშიც არ დავარდება. დღეს ტექნოლოგიების ამგვარი ტემპით განვითარება გვაძლევს სწრაფი ცვლილებების საშუალებას. COVID-19–ის აფეთქებამ განსხვავებული ხედვები გააჩინა, ხოლო ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ხვალ მათი როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ 2021 წელს ასევე ვიხილავთ სწრაფ ცვლილებებს ტექნოლოგიურ სფეროში, ამ სტატიის მიზანიც სწორედ ესაა — მიმოვიხილოთ რა ტექნოლოგიურ ტრენდებს უნდა ველოდოთ 2021 წელს.
ავტონომიური მანქანები
ფენიქსის ქუჩებში, არიზონაში, 300-ზე მეტი თვითმართვადი მანქანა მუშაობს, რომელსაც გადაყავს მზავრები. ეს არის Waymo One სერვისის ნაწილი, რომელიც, პირველად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბერში გახდა.
Google–ის შვილობილი კომპანიის Alphabet–ის მხარდაჭერით, Waymo ლიდერობს ავტონომიურ მანქანებით აშშ–ში და 2021 წელს გეგმავს მომსახურების გაფართოებას ფენიქსსა და მის ფარგლებს გარეთ.
"ჩვენ ველით, რომ Waymo One ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი ადამიანისთვის უფრო მეტ ადგილას", — თქვა Waymo-ს სპიკერმა.
კონკურენტები არც ისე ჩამორჩნენ Waymo One-ს, კომპანია Cruise, რომელსაც ჯენერალ მოტორსი ფლობს, თავის სერვისის ტესტირებს სან ფრანცისკოში, ქალაქში, სადაც ამინდი და ქუჩების მოწყობა უფრო რთულია, ვიდრე მზიან ფენიქსში.
ოქტომბერში Cruise-მა მიიღო ნებართვა, რომ გატესტოს თავისი ავტონომიური მანქანები, და შექმნას ისეთი ავტონომიური სერვისი, როგორიცაა Waymo, მაგრამ კომპანიას არ უთქვამს, როდის შეიძლება ეს მოხდეს.
ასევე კომპანა Lyft სან ფრანცისკოში თავის ავტონომიურ მანქანებსაც ცდის. ფიქრობენ, რომ ის უფრო გვიან გახდება ხელმისაწვდომი ვდრე Waymo და Cruise
ამასობაში, დეკემბერში Uber-მა შეწყვიტა საკუთარი თვითმართვადი მანქანების შექმნის მცდელობა. ფირმამ თავისი ავტონომიური მანქანების განყოფილება მიჰყიდა Aurora Technologies–ს, რომელსაც Amazon-ის მხარდაჭერა აქვს, კომპანია აქცენტს აკეთებს ტაქსებზე და საკვების მიტანის ავტომატიზაციაზე.
ჩინეთში AutoX ლიდერობს, ამ თვის დასაწყისში, კომპანიამ დაახლოებით 25 მანქანის ტესტირება დაიწყო, შენჯენში.
2020 წელი თვითმართვადი ავტონომიური მანქანების განვითარებისთვის გარდამტეხი გამოდგა, წლევანდელ წელს ამ სფეროში გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ 2021 წელს, სფერო კიდევ უფრო განვითარდება და თვითმართვადი ავტომობილები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
უკონტაქტო მიწოდება
აშშ-მ 20%–ით გაზარდა უკონტაქტო ოპერაციები, სხვადასხვა ინდუსტრია აქტიურად იყენებს მიწოდების ამ გზას, როგორც ტვირთის გადაზიდვის ალტერნატიულ გზას.
უკონტაქტო მიწოდება პანდემიის პირობებში ნორმალურია, თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა კომპანიებს 2020-ში არ დაუწყიათ. DoorDash, Postmates და Instacart გვთავაზობენ უკონტაქტო მიწოდების სერვისებს, რომლებიც, სავარაუდოდ, გამომდინარეობს მომხმარებლის სურვილებიდან, შეამცირონ ფიზიკური კონტაქტი ადამიანებთან (ამ შემთხვევაში, კურიერებთან). მეორე მხრივ კი, კომპანიები რამდენიმე წელია გზავნილების მიწოდების ავტომატიზაციას ცდილობენ, იმისათვის, რომ ადამიანური რესურსი მეტად შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიიმართოს. Grubhub და Uber Eats–მა ასევე გაზარდა უკონტაქტო მიწოდება და ასე გაგრძელდება 2021 წელსაც.
ჩინეთში დაფუძნებული მიმწოდებელი კომპანია, Meituan, რომელიც იყო პირველი კომპანია ჩინეთში, რომელმაც განახორციელა უკონტაქტო მიწოდება ვუჰანში, დაიწყეს ავტონომიური მანქანების გამოყენება მომხმარებლებისთვის სასურსათო შეკვეთების შესასრულებლად. Meituan-მა ეს ტექნოლოგია გასულ წელს გამოსცადა და ცოტა ხნის წინ ეს მომსახურება სრულად ხელმისაწვდომი გახადა.
ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რობოტებს იყენებს მიწოდების პროცესში. აშშ–ში დაფუძნებული სტარტაპერები Manna, Starship Technologies და Nuro რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აწარმოებენ მიწოდების სერვისს.
2020 წელს განსაკუთრებით აქტუალური გახდა სახლში მიტანის სერვისი, უკონტაქტო მიწოდება კი ნელ-ნელა ინერგება, 2021 წელს კი ამ ტექნოლოგიის ახალ საფეხურზე ასვლას უნდა ველოდოთ.
5G ინტერნეტი
ეჭვგარეშეა, რომ მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე მოთხოვნამ, ჭვკიანი სახლების, ავტონომიური ტრანსპორტისა და სხვა ტექნოლოგიების ზრდამ, ხელი შეუწყო 5G-6G ინტერნეტ ტექნოლოგიის განვითარებას. 2021 წელს ვიხილავთ ახალ 5G ინფრასტრუქტურას, კორპორაციებისა და სტარტაპებისგან.
სატელეკომუნიკაციო კომპანიათა უმრავლესობა 5G–ით მომხმარებლების უზრუნველყოფას გეგმავს. Verizon-მა 2020 წლის ოქტომბერში გამოაცხადა თავისი 5G ქსელის უზარმაზარი გაფართოების შესახებ, რომელიც 200 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს. ჩინეთში 5G-ის განთავსება სწრაფად მიმდინარეობს. Ericsson ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას, გლობალურად. ამჟამად, 380–ზე მეტი კომპანია მუშოაბს 5G-ით მომხმარებლების უზრუნველყოფაზე. 35-ზე მეტმა ქვეყანამ კი უკვე დაიწყო 5G-ით კომერციული მომსახურება.
5G ქსელები ხელს უწყობს მოწყობილობების უკეთეს ნავიგაციას. სტარტაპები, როგორიცაა Seadronix სამხრეთ კორეიდან, იყენებენ 5G-ს, რათა დაეხმარონ გემებს ავტომატიზაციაში. 5G ქსელები საშუალებას აძლევს მოწყობილობებს რეალურ დროში დაამყარონ კონტაქტი, გემების შემთხვევაში 5G-ის გამოყენებით შესაძლებელია უპილოტო გადაადგილება.
ასე, რომ 5G და 6G ტექნოლოგიის განვითარება ხელს შეუწყობს ინტერნეტზე მომუშავე მოწყობილობების უკეთეს ფუნქციონირებს, 2021 წელს კი ეს პროცესი კიდევ უფრო გაუმჯობესდება 5G ტექნოლოგიის საშუალებით.
სახლიდან მუშაობის ტექნოლოგიები
როგორც ჩანს, სახლიდან მუშაობა მომავალ წლებშიც პანდემიის შემდეგაც აქტუალირ დარჩება. CCS Insights–ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ბიზნესის 60% ელოდება, რომ სამუშაო ძალის სულ მცირე 25%, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთელი მათი პერსონალი, ნაწილობრივ მაინც იმუშავებს სახლიდან — მაშინაც კი, როდესაც პანდემია დამთავრდება.
ბევრმა მსხვილმა ფირმამ უკვე გადადგა ნაბიჯები ამ მიმართულებით. ოქტომბერში Dropbox–მა განაცხადა, რომ მის ყველა თანამშრომელს შეეძლო სახლიდან მუშაობა, Twitter–საც იგივე პოლიტიკა აქვს. Microsoft-მა და Facebook-მა ასევე განაცხადეს, რომ მათ პერსონალის მნიშვნელოვან რაოდენობას შეუძლია მუდმივად იმუშაოს სახლიდან.
ასევე გასათვალისწინებელია დამატებითი ფუნქციები, როდესაც საქმე ეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ითანამშრომლონ სახლიდან მუშაობისას. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიაა, ეგრეთ წოდებული ციფრულ დაფები, როგორიცაა Miro და Mural, ამ ტექნოლოგიების პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, Mural–ს მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი დაემატა წელს და ეს რიცხვი კვლავ იზრდება, Mural-ის ტექნოლოგია პერსონალს აძლევს ვიზუალურ გამოსახულებას პროექტის შესახებ, ციფრულ დაფაზე ცვლილებების განხორციელება კი ყველა მათგანს, რეალურ დროში, ერთდროულად შეუძლიათ.
როგორც ჩანს, პანდემიის დასრულება, სახლიდან მუშაობს და ამ მხრივ ტექნოლოგიების განვითარებას ხელს 2021 წელსაც არ შეუშლის და განვითარება კვლავ გაგრძელდება.
მოდიფიცირებული ძრავები თვითმფრინავებში
2020 საშინელი წელი იყო საავიაციო ინდუსტრიისთვის. მსოფლიო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ავიაკომპანიების სექტორი, COVID-19 აფეთქების გამო პრაქტიკულად გაჩერდა,
პანდემიის მიუხედავად საავიაციო სექტორი მზადაა კვლევებისა და განვითარებისათვის, განსაკუთრებით კი საკითხში, რომელიც თვითმფრინავების ძრავების მოდიფიცრებას ეხება. უნდა შეიქმნას ძრავები, რომლებსაც გარემოზე ბევრად ნაკლები გავლენა აქვთ.
სექტემბერში Airbus-მა წყალბადის ენერგიით მომუშავე თვითმფრინავების სამი დიზაინი გამოაქვეყნა. მომავალ წელს Airbus გეგმავს გააფორმოს მნიშვნელოვანი შეთანხმება გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან და იტალიასთან, უპილოტო საჰაერო სისტემის შესაქმნელად. ხოლო ე.წ. ევროდრონი დაიწყებსს ფრენის ტესტირებას 2025 წელს.
ასევე, 2021 წელს უნდა ველოდოთ Rolls-Royce-ის ელექტროთვითმფრინავებს, რომელსაც "ინოვაციის სული" ეწოდება. კომპანია იმედოვნებს, რომ მათი ელექტრული თვითმფრინავი გააუმჯობესებს მსოფლიო სიჩქარის რეკორდს ელექტროთვითმფრინავებისთვის.
ასევე უნდა აღინიშნოს ZeroAvia, წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების სტარტაპი, რომელსაც ბილ გეიტსი აფინანსებს. ZeroAvia-ს მიზანია თვითმფრინავები მაღალი ემისიების მქონე წიაღისეული საწვავიდან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ალტერნატიული საწვავის ძრავებზე მომუშავეებად აქციოს. აღსანიშნავია, რომ წყალბადის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავები, რომლის წარმოებასაც კომპანია გეგმავს, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე საჰაერო ტრანსპორტს სიმძლავრითა და ფრენის მანძილით არ ჩამოუვარდება.
გამომდინარე აქედან, 2021 წელს მნიშვნელოვან სიახლებს უნდა ველოდოთ მოდიფიცრებული ძრავების მხრივ.
კვანტური კომპიუტერები
შემდეგი შესანიშნავი ტექნოლოგიური ტენდენცია, რომლის კიდევ უფრო გაზრდასაც 2021 წლისთვის უნდა ველოდოთ, არის კვანტური კომპიუტერები. კვანტური კომპიუტერები იყენებენ გამოთვლის ფორმას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს კვანტურ მოვლენებს, როგორიცაა სუპერპოზიცია და კვანტური გადახლართულობა. ეს საოცარი ტექნოლოგიური ტენდენცია ასევე მონაწილეობს კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკაში და პოტენციური ვაქცინების შემუშავებაში, იმის წყალობით, რომ შეუძლია ადვილად იკითხოს, მონიტორინგი გაუწიოს, გააანალიზოს და იმოქმედოს მონაცემებზე, წყაროდან გამომდინარე. კიდევ ერთი სფერო, სადაც კვანტური კომპიუტერები გამოიყენება, არის საბანკო საქმე და ფინანსები, კვანტურ გამოთვლებს საკრედიტო რისკების მართვის, მაღალი სიხშირით ვაჭრობისა და თაღლითობის გამოვლენის მიზნით იყენებენ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინელ მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, მათ შეიმუშავეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კვანტური კომპიუტერი, რომელიც მინიმუმ ერთ დავალებას 100 ტრილიონჯერ უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სუპერკომპიუტერს შეუძლია.
ჩვენ გვახსოვს, რომ 2019 წელს Google-ის განცხადებით, მათ შექმნეს პირველი მანქანა, რომელმაც "კვანტურ უზენაესობას" მიაღწია. ამის ფონზე, ჩინელი მეცნირების ინფორმაციით, მათ მიერ შექმნილი კვანტური კომპიუტერი, სახელად Jiuzhang, 10 მილიარდჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე Google–ის.
კვანტური კომპიუტერი ახლა ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი კომპიუტერი და უზარმაზარი ბრენდები, როგორებიცაა Splunk, Honeywell, Microsoft, AWS, Google და მრავალი სხვა, მუშაობენ კვანტური კომპიუტერების განვითარებაზე. ვარაუდობენ, რომ 2029 წლისთვის გლობალური კვანტური გამოთვლითი ბაზრის შემოსავლებმა 2.5 მილიარდ დოლარს შესაძლოა გადააჭარბოს. და ამ ახალ ტენდენციურ ტექნოლოგიაში თავის დამკვიდრებისთვის საჭიროა გქონდეთ კვანტური მექანიკის, წრფივი ალგებრის, ალბათობის, ინფორმაციის თეორიისა და მანქანური სწავლების გამოცდილება. ამის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ 2021 წელს კვანტურ კომპიუტერების ინდუსტრიის განვითარებას უნდა ველოდოთ.
დამატებითი და ვირტუალური რეალობა
დამატებული რეალობა (AR) და ვირტუალური რეალობა (VR) მნიშვნელოვნად განვითარდა 2020 წელს. ეს ტექნოლოგიები ახლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, გართობიდნ დაწყებული, ბიზნესით დამთავრებული. (მაგალითად, AR ტექნოლოგიას ინსტაგრამ ფილტრების, ან ვიდეოზარისას ეფექტების გამოყენებისასაც მივმართავთ). ბიზნესის სექტორის ნაწილის, Covid-19-ის აფეთქებამ აიძულა VR და AR ტექნოლოგიის გამოყენება, რადგან ბიზნესი დისტანციური მუშაობის მოდელზე გადავიდა, კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის AR და VR საკმაოდ გამოსადეგი გამოდგა.
AR და VR ინოვაციები ტექნოლოგიურ სფეროში ტრანსფორმაციის წარმოუდგენელ საშუალებებს იძლევა ყველა სექტორში. AR ავატარები, AR შიდა ნავიგაცია, დისტანციური დახმარება, mobility AR, AR cloud, ვირტუალური სპორტული ღონისძიებები, eye tracking და სახის გამომეტყველების ამოცნობა 2021 წელსაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ტექნოლოგიურ სფეროზე. დამატებით, 5G ქსელის გაშვებით AR და VR მიიღებს ახალ შესაძლებლობებს
კომპანიები, როგორიცაა Microsoft, Consagous, Quytech, RealWorld One, Chetu, Gramercy Tech, Scanta, IndiaNIC, Groove Jones და ა.შ. მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი სამყაროს ჩამოყალიბებაში უახლოეს მომავალში, არა მხოლოდ AR და VR სხვადასხვა პროგრამების გამო, არამედ როგორც ყველა ვირტუალიზებული ტექნოლოგიის მთავარი მამოძრავებელნი.
რობოტიზაცია — ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია
ისევე, როგორც AI და მანქანური დასწავლა, Robotic Process Automation (RPA) კიდევ ერთი ტექნოლოგიაა, რომელიც სამუშაოების ავტომატიზაციას ახდენს. RPA არის პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც გამოიყენება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის, როგორიცაა აპლიკაციების ინტერპრეტაცია, ოპერაციების დამუშავება, მონაცემთა დამუშავება და ელ.ფოსტაზე პასუხის გაცემაც კი. RPA ავტომატიზირებს განმეორებად დავალებებს, რასაც ადამიანები ასრულებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ Forrester Research მიიჩნევს, რომ RPA ავტომატიზაცია საფრთხეს შეუქმნის 230 მილიონზე მეტ დასაქმებულს, ანუ გლობალური მუშახელის დაახლოებით 9 პროცენტის საარსებო მინიმუმს, RPA ასევე ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. McKinsey & Company დაადგინა, რომ პროფესიების 5 პროცენტზე ნაკლები შეიძლება იყოს მთლიანად ავტომატიზირებული, მაგრამ დაახლოებით 60 პროცენტი შეიძლება ნაწილობრივ ავტომატიზირებული დარჩეს.
თუ თქვენ ხართ IT სპეციალისტი, რომელიც უყურებს მომავალს და ცდილობს გაერკევს ტექნოლოგიურ ტენდენციებში, RPA გთავაზობთ უამრავ კარიერულ შესაძლებლობას, მათ შორის დეველოპერს, პროექტის მენეჯერს, ბიზნეს ანალიტიკოსს, გადაწყვეტილების არქიტექტორსა და კონსულტანტს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამუშაოები საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი იქნება. RPA დეველოპერს შეუძლია გამოიმუშავოს წელიწადში 534K ფუნტი სტერლინგი, წლებთან ერთად RPA ტექნოლოგიის ტენდენციურობა იზრდება, 2020 წელმა და თანმხლებმა გამოწვევებმა, RPA განვითარება დააჩქარა, რამაც 2021 წელს RPA-ის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება უნდა გამოიწვიოს.
ტელემედიცინა
დაწესებულებები, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში, ცდილობენ შეამცირონ Covid-19 პაციენტთა და სამედიცინო პერსონალთა კონტაქტი. უმეტესი კერძო და საზოგადოებრივი სამედიცინო დაწესებულებები გადავიდნენ ონლაინ კონსულტაციებზე, ექიმისა და პაციენტის ვიდეოჩატი, AI ავატარზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა და ექიმთან შეხვედრის გარეშე მედიკამენტების რეცეპტის გაცემა ჩვეული რამ გახდა.
IHS Technology–მ იწინასწარმეტყველა, რომ 70 მილიონი ამერიკელი გამოიყენებდა დისტანციურ მედიცინას 2020 წლისთვის. Forrester Research–ის პროგნოზით კი, 2021 წლის დასაწყისში აშშ–ს ვირტუალური სამედიცინო ვიზიტები თითქმის მილიარდს მიაღწევს.
Teladoc Health, Amwell, Livongo Health, One Medical, Humana და კიდევ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც ტელემედიცინას სთავაზობს პაციენტებს.
ახალმა სტარტაპებმა, როგორებიცაა MDLive, MeMD, iCliniq, K Health, 98point6, Sense.ly და Eden Health, ასევე წვლილი შეიტანეს დისტანციური მედიცინის განვითარებაში 2020 წელს და 2021 წელს ასევე შემოგთავაზებენ ინოვაციებს და ახალ გადაწყვეტილებებს. ტელემედიცინის მიღმა, 2021 წელს AI-ის ჩართულობა ჯანდაცვაში გაიზრდება, აგრეთვე გაფართოვდება მანქანური დასწავლის შესაძლებლობები დიაგნოზის დასმის პროცესში. ასე რომ, 2021 წელს დისტანციური მედიცინის განვითარების ახალი ეტაპი დგება.
კიბერუსაფრთხოება
ინტერპოლის თანახმად, Covid-19-ის კრიზისმა უპრეცედენტო შესაძლებლობი მისცა კიბერკრიმინალებს, გაეზარდათ კიბერთავდასხმების რიცხვი. მიუხედავად ამისა, კომპანიების უმეტესობა გადაჭარბებულად აფასებს მათ კიბერ უსაფრთხოების ეფექტურობას, 2020 წლის Bain–ის კვლევის თანახმად, IT უსაფრთხოების საერთო სისუსტეების გამოვლენა და კიბერუსაფრთხოების განვითარება წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას მომდევნო წლებში.
კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებზე მოთხოვნადობა მაღალია, კიბერუსაფრთხოების სფეროში სამუშაო ადგილების რიცხვი სამჯერ სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა IT სამუშაოები. ასევე, კიბერუსაფრთხოების საჭიროება იმდენად მაღალია, რომ 2021 წლისთვის გლობალური მასშტაბით 6 ტრილიონი დოლარი დაიხარჯება ამ მიმართულებაზე.
კიბერუსაფრთხოება შეიძლება არ ჩანდეს განვითარებადი ტექნოლოგია, იმის გათვალისწინებით, რომ ის უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად ვითარდება ისევე, როგორც სხვა ტექნოლოგიები. ეს ნაწილობრივ იმიტომ, რომ საფრთხეები მუდმივად იცვლება. ჰაკერები, რომლებიც ცდილობენ მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, უსაფრთხოების მკაცრი ზომების დასაძლევად გამუდმებით ახალ გზებს იყენებენ. ეს, ნაწილობრივ, იმიტომ ხდება, რომ ახალი ტექნოლოგიები ადაპტირდება და ძლიერდება მათი უსაფრთხოების სისტემაც. ასე რომ, სანამ ჰაკერები არსებობენ (და ამაში 2021 წელს ნამდვილად არაფერი შეიცვლება), კიბერუსაფრთხოება რჩება აქტუალურ და ძალიან საჭირო ტექნოლოგიურ მიმართულებად ქვეყნებისა თუ კომპანიებისთვის.
მომავლის განსაზღვრა ყოველთვის რთულია, ტექნოლოგიური სფერო გამუდმებით ვითარდება და ყოველდღიურად, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგებით. დანამდვილებით არავინ იცის, რა გველოდება 2021 წელს, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან მთავარი ტექნოლოგიური ტრენდების კონტურები უკვე კარგად შესამჩნევია, სტატიაში მოყვანილი მომავლის ტენდენციები კი ის, რისთვისაც მზადება დღეს უნდა დავიწყოთ.
კომენტარები