საია-ს ახალი თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. განცხადება ამის შესახებ თავად საიამ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატმა, მიხეილ ჯახუამ და ვახუშტი მენაბდემ გამგეობას წარუდგინეს ორგანიზაციის განვითარების საინტერესო ხედვები, რომლის გაცნობის შემდგომ გაიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ეტაპი. მათივე ცნობით, კანდიდატებმა თანაბრად აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, ამიტომ გამგეობის ხმები ორ ძლიერ კანდიდატს შორის გადანაწილდა და გამგეობას რომელიმე მათგანისთვის უპირატესობის მინიჭება გაუჭირდა.
საიას თავმჯდომარე აირჩევა ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე კანდიდატის არჩევა შესაძლებელია ზედიზედ არაუმეტეს სამჯერ. მოქმედ თავმჯდომარე, სულხან სალაძეს ამოეწურა თავმჯდომარედ არჩევის შესაძლებლობა და გამგეობის დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა. საიას წესდების შესაბამისად, 2020 წლის 27 დეკემბერს გამგეობის სხდომა გაიმართა, თუმცა, თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.
საია-ს გამგეობა განაგრძობს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას.
მანამდე კი, 10 დღით ადრე, 17 დეკემბერს გაიმართა ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის ხმის მიცემის პროცედურა. როგორც ცნობილია, პირველ ჯერზე თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, კანდიდატებიდან ვერც ერთმა ხმების უმრავლესობა ვერ მიიღო.
"ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობა, გადაწყვეტილებას თავმჯდომარის არჩევის შესახებ იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. გამომდინარე იქედან, რომ დასახელებული კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დამსწრეთა ხმების უმრავლესობა, გამგეობამ ამ სხდომაზე ვერ აირჩია ახალი თავმჯდომარე", — განაცხადეს ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, უფლებამოსილება სულხან სალაძეს უგრძელდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები