IDFI: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ზოგი ცვლილება რისკს შეიცავს
ფოტო: On.ge
2017 წლის 16 იანვარს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა შესყიდვების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოამზადა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებებს ორი ძირითადი მიზანი აქვს:
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დავების განხილვის წესის გაუმჯობესება/დახვეწა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ორ ძირითად ცვლილებას გამოყოფს, რომლებსაც კანონპროექტი ითვალისწინებს:
- გაუქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურა და დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის ვადები გაიზრდება და დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე (ფასზე);
- შეიცვლება დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურა - დავების განხილვის პროცესში დამკვიდრდება "დაინტერესებული მხარის" ცნება. ასევე, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა.
IDFI-ის ცნობით, კანონპროექტში შემავალი ცვლილებების უმეტესობა დადებითია, თუმცა არის რისკის შემცველი შემოთავაზებებიც.
კანონპროექტის დადებითი მხარეები, IDFI-ის აზრით:
"დადებითი ცვლილებაა შესყიდვების კანონში თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპების ჩაწერა, ისევე, როგორც მოთხოვნის დაწესება შემსყიდველისთვის დააკონკრეტოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და შესრულების სპეციფიკაციები. - ეს ცვლილებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და პირდაპირაა გათვალისწინებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებში. ცვლილებების შედეგად, სატენდერო განცხადების გაცნობის მინიმალური ვადა გახდება 7 დღე და გაიზრდება ტენდერის ღირებულებასთან ერთად. ასევე, სატენდერო განცხადებაში ცვლილების შეტანისას ხელახლა დაიწყება სატენდერო განცხადების გაცნობის ვადის ათვლა."
დაგეგმილი ცვლილებების შესაძლო რისკები IDFI-ის აზრით:
- კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეს არსებული გასაჩივრების წესი "გაუმართლებლად ამკვიდრებს იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს დადგენილია შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით".
IDFI-ის შეფასება: კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ ხსნის, თუ რატომ არის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება გაუმართლებელი. ევროკავშირის დირექტივები არ ითხოვს მათზე მაღალი სტანდარტების დაწევას.
- განმარტებითი ბარათის მიხედვით,: "აღნიშნული მიდგომა [გასაჩივრების არსებული წესი], ხშირ შემთხვევაში, იწვევს შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებას და გაუმართლებლად ზრდის დავების რაოდენობას, ვინაიდან საჩივრის ავტორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის იურიდიულ ინტერესს, თუმცა დავის განმხილველ ორგანოს არ აქვს უფლება, უარი უთხრას მათ საჩივრის მიღებაზე."
IDFI-ის შეფასება: სამწუხაროდ, კანონპროექტს არ მოჰყავს მონაცემები იმის საჩვენებლად, თუ როგორ და რამდენად ფერხდება შესყიდვების პროცედურები გასაჩივრების არსებული პროცედურის გამო. ასევე, არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის დავების რაოდენობის ზრდა გაუმართლებელი, უარყოფითი მოვლენა.
მართალია, დავის განმხილველ ორგანოს არ აქვს უფლება, არ მიიღოს საჩივარი, თუმცა მას შეუძლია განხილვამდე შეამოწმოს იგი და მიანიჭოს დასაშვების ან დაუშვებლის სტატუსი. მაგალითისთვის, 2015 წელს დაუშვებლად იქნა მიჩნეული 188 საჩივარი (საჩივრების 18%) და ამ საჩივრების შემთხვევაში შესყიდვის პროცედურა არ გაჩერებულა.
- განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ არსებული წესი "ხელს უწყობს დაუსაბუთებელი საჩივრების წარდგენას, რაც უსაფუძვლოდ იწვევს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებას".
IDFI-ის შეფასება: მოსაზრების გასამყარებლად მოყვანილია სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე დავების განხილვის საბჭოში არადაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი იქნა 283 საჩივარი (საჩივრების რაოდენობის 21%). თუმცა, ბარათში არაა მოყვანილი ის სტატისტიკა, რომელიც გვეტყოდა ამ 283 საჩივრიდან რამდენი დაკმაყოფილდა და რამდენი დასრულდა უარყოფითი შედეგით მომჩივანისთვის. შესაბამისად, მხოლოდ ამ სტატისტიკის საფუძველზე, რთულია იმის მტკიცება, რომ საჩივრები დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან არადაინტერესებულმა პირმაც შეიძლება აღმოაჩინოს სრულიად ლეგიტიმური ხარვეზი შემსყიდველის გადაწყვეტილებაში.
- განმარტებითი ბარათის მიხედვით, "შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების/ქმედებების მიღება არ უკავშირდება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს და ეხება მხოლოდ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს."
IDFI-ის შეფასება: ის პრინციპი, რომელსაც ეს არგუმენტი ემყარება არის მცდარი, რადგან სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში საქმე ეხება საბიუჯეტო და, შესაბამისად, საჯარო სახსრების ხარჯვას, რაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და გადასახადის გადამხდელ სუბიექტს ავტომატურად აქცევს დაინტერესებულ პირად.
IDFI მიიჩნევს, რომ გასაჩივრების წესში დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება საბოლოოდ უარყოფითად აისახოს დარღვევების აღმოჩენისა და გასაჩივრების პროცესზე. ამიტომ, კანონპროექტის ავტორებმა უფრო დეტალურად უნდა დაასაბუთონ ამ ბარიერების შემოღების საჭიროება.
საერთო ჯამში, IDFI სახელმწიფო შესყიდვების კანონში შემოთავაზებული ცვლილებების უმეტესობას დადებითად და სასარგებლოდ აფასებს. ორგანიზაციის აზრით, ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, გააუმჯობესებს შესყიდვების კანონმდებლობას და გააჯანსაღებს შესყიდვების პროცესს. ამასთან IDFI მოუწოდებს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს გაითვალისწინონ ზემოხსენებული რისკები, რათა კანონპროექტის შედეგები იყოს მაქსიმალურად დადებითი.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები