სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, მათი უწყების თანამშრომელმა იოსებ კობახიძემ ორძელზე ვარჯიშში გინესის რეკორდი დაამყარა.

იოსებ კობახიძემ ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა, როდესაც ერთი წუთის განმავლობაში 45,4 კგ ტვირთით 34 აზიდვა შეასრულა ორძელზე.

რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, იოსებ კობახიძის მიერ დამყარებული რეკორდი ხარისხითაც და რაოდენობითაც აღემატება ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებულ რეკორდს.

იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე ასპარეზობაა: პირველი რეკორდი მან გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.

სუს-ის თანამშრომლის მიერ დამყარებული რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს.