ბრიუსელში აქტივისტებმა გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის არჩევა გააპროტესტეს
ბრიუსელში აქტივისტებმა გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის არჩევა გააპროტესტეს.
"მას შემდეგ, რაც გაერომ სოფიო კილაძე ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩია, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების უფლებებს?! კილაძე ცნობილია მისი დისკრიმინაციული განცხადებებით და აქტივისტებზე სიტყვიერი თავდასხმებით", — წერს ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია DROA Community.
აქტივისტების პოსტერებზე ვკითხულობთ: ძვირფასო გაერო, რატომ უგულებელყავით 53 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას? ძვირფასო გაერო, რატომ შეწყვიტე ქვიარ-ბავშვებზე ზრუნვა?
ეს პოსტერები ბრიუსელში გაეროს რეგიონული ოფისის შენობაზე აქტივისტებმა დღეს გააკრეს. ორგანიზაციია DROA Community ითხოვს განმარტებას, თუ რატომ ახდენს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია ჰომოფობიის ლეგიტიმაციას საქართველოში?
სოფო კილაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მისი კანდიდატურა ბავშვთა კომიტეტში ხელისუფლებამ ივნისში წარადგინა. აღსანიშნავია, კილაძე არ ყოფილა ქართული ოცნების არჩევნების პარტიულ სიაში.
კილაძის კანდიდატურის წარდგენას კრიტიკით შეხვდნენ ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. ადამიანის უფლებებზე მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაციამ კი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აერჩიათ.
როგორც ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებდნენ, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას გაეროს რეკომენდაციები პროცედურებთან შედარებით გათვალისწინებული არ იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნდათ, რომ კილაძე არ უნდა აერჩიათ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლეოდა. ამასთან, ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ სოფო კილაძე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები