თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე პატრულის მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც On.ge-ს პროკურატურაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებით ვტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რომელთა შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება", — ამბობენ უწყებაში.