Tbilisi Pride-ის წარმომადგენელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 112-თან დაკავშირებას 3 საათია უშედეგოდ ცდილობს. ის მამის კოვიდზე ტესტირებას ითხოვს. მისივე თქმით, მამამისს მაღალი სიცხე, ღებინება და 88 ჟანგბადის სატურაცია აქვს.

"კლინიკაში მოთავსებაზე უფრო მეტად მისი ტესტირება გვინდა, მაგრამ სასწრაფო დახმარება არ მოდის გასატესტად, 3 საათია ვურეკავ. 390 სიცხე, ღებინება და 88 ჟანგბადის სატურაცია აქვს", — ამბობს თაბაგარი On.ge-სთან. მისივე თქმით, კოვიდ დადებითია დედამისიც.

On.ge საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში მოქალაქის საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება გვთხოვეს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა თაბაგარს დაუკავშირდებიან და დაეხმარებიან.

განახლება: დაახლოებით ორ საათში გიორგი თაბაგარმა დაწერა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა და მამა გადაიყვანეს.