მცხეთაში 24 წლის პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა
მცხეთის სამედიცინო ცენტრში 24 წლის პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი მთავარ არხთან ამბობს, რომ ის Covid-19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა. ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებენ.
"მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი მერე გვითხრეს, რომ ნინო კოვიდით იყო დაინფიცირებული. დაგვირეკეს, რომ ფილტვები გაეთიშა. გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომი არ ჰქონია. დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. სამართლიანობას მოვითხოვთ და რა თქმა უნდა, ამას ასე არ დავტოვებთ. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს, არ მომკვდარა ნინო მოკლეს", — ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძაშვილი, მარიამ გულიკაშვილი.
ინფორმაციის გადამოწმებას On.ge-მ მცხეთის სამედიცინო ცენტრში დილის 10:00 საათიდან ცდილობს. კლინიკაში გვითხრეს, რომ შესაბამის კომპეტენტურ პირთან გადაგვამისამართებდნენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მანამდე კი მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, ლიკა მუმლაძემ მთავარ არხთან განაცხადა, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას თანმხლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, რაც მისი თქმით ოჯახმა რ იცოდა.
"მას არ ჰქონდა დადასტურებული შაქრიანი დიაბეტი. მათ არ იცოდნენ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გოგონას ჰქონდა შაქრის ციფრები მაღალი. მე არ მსურს, მისი ახლობლების არაკომპეტენტურ კომენტარებზე გავაკეთო შესაბამისი კომენტარი. ამ დაავადებას ახასიათებს მძიმე გართულებები. მე არ შემიძლია ვილაპარაკო ჩემი კლინიკის ბრალეულობაზე. ოჯახის წევრებს შეუძლია მოვიდნენ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავესაუბრებით, ავუხსნით. მას ერთხელ აქვს PCR ტესტირება ჩატარებული და დადგინდა კორონავირუსის ინფექცია," — ამბობს მუმლაძე.
3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 947 ადამიანი, გარდაიცვალა — 45.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 147 636-ს შეადგენს, ჯამში გამოჯანმრთელებულდა — 124 568, გარდაიცვალა— 1 387.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები