რა იქნება 2021 წლის ბიუჯეტში მთავრობის პრიორიტეტი — გახარიას განმარტება
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებულია. გახარიას თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის მიზნები პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისა და ბიზნესის მიზნობრივი სოციალური დახმარება და ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენისთვის მომზადებაა.
"მოგეხსენებათ, გამოვაცხადეთ მოსახლეობისა და ბიზნესის სოციალური მიზნობრივი მხარდაჭერისა და ბიზნესის მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლიც ძირითადი მოცულობა 1 მლრდ 420 მილიონი ლარია, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 000 000, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ2021 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული", — განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ამ ციფრების ძირითადი მიმართულება, პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერაა. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ბიუჯეტში დამატებით 450 000 000 ლარი განისაზღვრება, რომლის ძირითადი ხარჯები კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია, ასევე, ვაქცინების შესყიდვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია იქნება.
"მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 000 000, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 000 000 ლარი. მომავალი წლის ბიუჯეტში, ასევე, განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად საკანონმდებლო დონეზე არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოდინი პენსიის ზრდისთვის", — აღნიშნა მან.
გახარიას განცხადებით, საკმაოდ სერიოზული თანხებია გათვალისწინებული დევნილების საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის და ეს 103 000 000 ლარი გახლავთ. მისივე თქმით, კოვიდის პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც 4 მილიარდ ლარზე მეტით იზრდება. გახარია ამბობს, რომ განათლების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსებაც გაიზრდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები