ლარის კურსის გაუფასურების გამო მთავრობის ვალის ნაშთი 1,84 მილიარდი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც ბიუჯეტის 2020 წლის 8 თვის შესრულების მაჩვენებლებს ასახავს.

როგორც დოკუმენტში წერია, მთავრობის ვალის ნაშთი 5,6 მილიარდი ლარით გაიზარდა და 25,5 მილიარდი შეადგინა, რაც ახალი სესხების აღებასა და გაცვლითი კურსის ცვლილებას უკაშირდება. კერძოდ, მთავრობის ვალის ნაშთის ზრდაში ახალი სესხების აღების ეფექტი 67,1%-ს, ხოლო ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტი 32,9%-ს შეადგენს.

2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 26,3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 5,7 მლრდ ლარით აღემატება. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აღნიშნული ზრდა უმეტესწილად ახალი სესხების აღებასთან არის დაკავშირებული.