ნაციონალური მოძრაობა იყო ოპოზიციაში, მაგრამ პარტიის ხელმძღვანელები კვლავ ხელისუფლებაში იყვნენ,“ - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში არაერთი თანამდებობა არსებობდა, რომლის ხელმძღვანელებიც მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ, ჰყავდათ მოადგილეები და მანქანები ემსახურებოდათ. როგორც მელია ამბობს, ეს ამომრჩევლის განწყობებთან აცდენაში იყო.

„უახლოეს პერიოდში ჩვენ სისტემას ვცვლით პარტიაში, გვეყოლება პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა მიმართულებით. ვაუქმებთ, ერთგვარად, მცირე სამინისტროს, რომელიც გუშინდელ დღემდე იყო ნაციონალურ მოძრაობაში,“ - აღნიშნა მელიამ, რომლის თქმითაც პარტია მიდგომებს ცვლის.

20 იანვარს ნაციონალურ მოძრაობას ყრილობა ჰქონდა, სადაც დელეგატებმა პარტიის აღმასრულებელი ორგანოს - პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს.