მარადონამ პაპს უთხრა, ღარიბთა დასახმარებლად ოქროს ჭერი გაეყიდა
დიეგო მარადონამ ერთხანს კათოლიკური ეკლესიისგან თავი შორს დაიჭირა, მას შემდეგ, რაც პაპმა იოანე პავლე II-მ იმედი გაუცრუა. ლეგენდარული ფეხბურთელი კათოლიკური ეკლესიის იმჟამინდელ მეთაურს 2000 წელს შეხვდა და როგორც გამოცემები იუწყებიან, გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ პაპისგან განსაკუთრებული კრიალოსანი საჩუქრად არ მიუღია.
მოგვიანებით, იგი მედიაგამოცემებს უყვებოდა, რომ ვატიკანში სტუმრობისას ოქროს ჭერის დანახვამ ზიზღი მოჰგვარა. იგი პაპს ურჩევდა, ღარიბთა დასახმარებლად ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ჭერი გაეყიდა.
"ვატიკანში ვიყავი და ოქროს ჭერი ვნახე, შემდეგ კი გავიგე, როგორ ამბობდა პაპი, რომ ეკლესიის საზრუნავი ღარიბი ბავშვების დახმარება იყო. მერე? გაყიდეთ ჭერი, მეგობარო", — განუცხადა მარადონამ The Independent-ს 2005 წელს.
კლუბ ბოკა ხუნიორსის ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა, "როგორ შეუძლია ვიღაც თახსირს ოქროს ჭერქვეშ იცხოვროს, შემდეგ კი ღარიბ ქვეყნებში წავიდეს და ამოვსებული სტომაქით ბავშვებს აკოცოს, რწმენა დავკარგე".
2014 წელს მარადონა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა პაპისთვის "ნაბოზარის" წოდების გამო, ბუენოსაირესელმა ეპისკოპოსმა კი მისი ქცევა ნარკოტიკების მოხმარებას მიაწერა.
იმავე ეთერში, სადაც ფეხბურთელმა პაპი გალანძღა, იგი ასევე შეეხო კრიალოსნის შემთხვევას. მისი თქმით, პაპმა მის ცოლსა და დედას კრიალოსნები აჩუქა, მას კი "გამორჩეული" კრიალოსანი ერგო. რადგან მარადონამ დანარჩენ ორ კრიალოსანსა და თავის ნივთს შორის განსხვავება ვერ დაინახა, სასულიერო პირს ახსნა სთხოვა.
"იმ ნაბოზარს ჩემი მოკვლა უნდოდა", — განაცხადა მარადონამ ეთერში, — "მერე მითხრა, ნაკურთხიაო".
მიუხედავად კათოლიკურ ეკლესიასთან დაძაბული ურთიერთობისა, მისი დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც პაპი არგენტინელი ფრანცისკე გახდა. ამის შემდეგ, მარადონამ მონაწილეობა მიიღო ვატიკანის ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩშიც.
"როცა მითხრეს, რომ ბავშვების დასახმარებლად უნდა გვეთამაშა, ვიცოდი, რომ ამ მატჩს არ გამოვტოვებდი", — განაცხადა მარადონამ იმხანად, — "ფრანცისკეს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ მარადონა 90 წუთის განმავლობაში მოედანზე იქნება. ეკლესიის და ჩემი გზები გაიყარა, თუმცა ფრანცისკემ რწმენა დამიბრუნა".
არგენტინელი ფეხბურთელი საკუთარ თავს "უტყვთა ხმას" უწოდებდა და საკუთარი თავი ხალხის "წარმომადგენლად" მიაჩნდა. ჟურნალისტ პოლ ნიუმენის თქმით, მარადონა ხელგაშლილობით გამოირჩეოდა და ხშირად გასცემდა ფულს გარშემომყოფებზე.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, დაღუპვის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ფეხბურთის ლეგენდის სიკვდილის გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მარადონას გამოემშვიდობნენ ცნობილი ფეხბურთელებიც.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები