10 ფაქტი ლეგენდარული დიეგო მარადონას შესახებ
ფოტო: Getty
გუშინ, 25 ნოემბერს, ფეხბურთის სამყაროში ძალიან სევდიანი დღე იყო — დიეგო მარადონა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
კლუბში და ნაკრებში მან ჯამში 581 მატჩი ითამაშა და 293 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ჯადოქარმა, რომელსაც მთელი მსოფლიო მისი განუმეორებელი დრიბლინგით იცნობს, განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მან 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ქვეყანას გამარჯვება მოუპოვა.
ჰოდა, ზუსტად ვინ იყო დიეგო მარადონა? და რატომ უყვარს ის ამდენ ადამიანს? წარმოგიდგენთ 10 ფაქტს დიეგო მარადონას შესახებ:
1. ის არგენტინაში ღარიბ ოჯახში დაიბადა
დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა არგენტინაში, ბუენოს-აირესში. ის ღარიბ ოჯახში გაიზარდა პატარა გარეუბან ვილა-ფიორიტოში, სადაც ის შვიდ დედმამიშვილთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში.
მისი ბავშვობა გაჭირვებით იყო დამძიმებული, სანამ მის ცხოვრებაში ფეხბურთი გამოჩნდებოდა.
2. პროფესიონალური დებიუტი 15 წლისას ჰქონდა
მარადონას ნიჭი სკაუტმა ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, როცა ის 8 წლის იყო. უკვე 12 წლისა ის პირველი დივიზიონის მატჩების შესვენებების დროს მაყურებლებს თავისი ფინტებით ართობდა.
1976 წლის 20 ოქტომბერს მას Argentinos Juniors-ში პროფესიონალური დებიუტი ჰქონდა — 10 დღით ადრე, სანამ 16-ის გახდებოდა. პროფესიონალური დებიუტი ასეთი ადრეულ ასაკში ძალიან ცოტა ფეხბურთელს აქვს, ყველაზე ნიჭიერებსაც კი.
ის, როგორც წესი, მეორე თავდამსხმელის ან თავდამსხმელების უკან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ის ცნობილი იყო მოედნის ხედვით, ბურთის გასაოცარი ფლობით, პასებითა და, რაც მთავარია, მისი განუმეორებელი დრიბლინგით.
ამიტომაც გასაკვირი არ იყო, როდესაც მას არგენტინის ნაკრებში საერთაშორისო დებიუტი 16 წლისას ჰქონდა.
3. ის ბარსელონას პირველი ფეხბურთელია, რომელსაც მადრიდის რეალის ფანებმა ტაში დაუკრეს
1983 წელს მადრიდის რეალთან მატჩის დროს მარადონა გახდა ბარსელონას პირველი ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდის რეალის ფანებმა სტადიონზე ტაში დაუკრეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან, აი, ეს შეუდარებელი გოლი გაიტანა:
4. მან 1986 წელს არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა
მარადონას ბევრი საუცხოო პერფორმანსი ჰქონია, თუმცა ლეგენდის სტატუსი მას განსაკუთრებით მას შემდეგ მიენიჭა, რაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მთელი თავისი ვირტუოზულობა გამოავლინა.
იმ დროს 26 წლის მარადონა არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო და მან ტურნირზე ყოველი მატჩის ყოველი წუთი ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ფინალში ის თავის ქვეყანას გაუძღვა და გერმანიის 3:2-ით დამარცხების შემდეგ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოაპოვებინა.
5. მარადონამ "საუკუნის გოლი" გაიტანა
სწორედ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა მარადონამ ის გოლი, რომელიც ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისთვის ყველა დროის საუკეთესო გოლია. ეს ინგლისთან მატჩში მოხდა, რომელიც არგენტინამ 2:1 მოიგო, ორივე გოლი კი მარადონამ გაიტანა.
მატჩის ერთ მომენტში მარადონამ ბურთის თავის ნახევარზე მიიღო, შემოტრიალდა და მოედნის ნახევარზე მეტი გაირბინა, გასცდა ხუთ ინგლისელ ფეხბურთელს, შემდეგ კი ფინტით მეკარეც მოატყუა და ბურთი კარში შეაგდო:
მოგვიანებით FIFA-მ ის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გოლად დაასახელა, ფანებმა კი მას "საუკუნის გოლი" უწოდეს.
6. მან ერთხელ გოლის გატანა ხელითაც კი მოახერხა
შესაძლოა, ფეხბურთის გულშემატკივარი არ იყოთ, მაგრამ, ალბათ, სპორტის სახელიდანაც მიხვდებით, რომ თამაშისას ხელის გამოყენება არ შეიძლება.
მიუხედავად ამისა, მარადონამ ეს მაინც მოახერხა, თანაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თამაშში — კერძოდ კი, ინგლისთან იმავე მატჩში, რომელშიც მან "საუკუნის გოლი" გაიტანა.
იმ ჯადოსნურ გოლამდე ოთხი წუთით ადრე ინგლისის ნაკრების მცველმა ბურთი შემთხვევით თავის საჯარიმოში ჩააბრუნა და მეკარისკენ გაგზავნა, მარადონამ კი ბურთზე იბრძოლა და ჰაერში თითქოს თავით შეეხო, თუმცა გამეორებაზე ჩანს, რომ, სინამდვილეში, მან გოლი მარცხენა ხელით გაიტანა:
ინგლისის ფანები მსაჯის ამ შეცდომამ ძალიან გააბრაზა, თუმცა დანარჩენ სამყაროს ამ დარღვევისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, რადგენ ეს მარადონა იყო. როდესაც რეპორტიორებმა მას გოლის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "ცოტათი მარადონას თავით, ცოტათი ღმერთის ხელით".
ასე შეერქვა ამ გოლს "ღმერთის ხელი".
7. მარადონამ ერთხელ ჟურნალისტებს პნევმატური იარაღიდან ესროლა
მართალია, მოედანზე მის პერფორმანსს ყველა ძალიან აფასებდა, მაგრამ მოედანს გარეთ მარადონას მისი ტემპერამენტისა და კონფლიქტური ქცევის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ.
ცნობადობის გამო წლების განმავლობაში რეპორტიორების ყურადღების ცენტრში ყოფნის შემდეგ მარადონას ერთხელაც ყელში ამოუვიდა და მან ჟურნალისტებს პნევმატური იარაღიდან ესროლა იმ მოტივით, რომ ისინი მის პირად სივრცეში იჭრებოდნენ.
ამის შედეგად მას 1998 წელს 2 წლითა და 10 თვით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
8. მას ჯანმრთელობისა და ადიქციის ბევრი პრობლემა ჰქონდა
პრესასთან პრობლემურ ურთიერთობასთან ერთად მარადონას 20 წლის განმავლობაში კოკაინზე დამოკიდებულების პრობლემაც ჰქონდა. საბოლოოდ ამან მის საფეხბურთო კარიერაზეც იმოქმედა, როდესაც 1992 წელს კოკაინზე შემოწმების წარუმატებლად გავლის შემდეგ მას 15 თვით აეკრძალა თამაში. ორი წლის შემდეგ, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მარადონამ მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა, მერე კი, ეფედრინის დოპინგის ტესტის ვერგავლის შემდეგ, ის სახლში გაუშვეს.
ჭარბწონიანობისადმი მიდრეკილებამ, არაჯანსაღმა კვებამ, წვეულებებით სავსე ცხოვრების სტილმა და ნარკოტიკების გამოყენებამ მისი ჯანმრთელობა ძალიან დააზიანა. 2005 წელს არგენტინელს კუჭის შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა, 2007-ში კი ხელახლა მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია ჰეპატიტისა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ეფექტების გამო.
9. ის წარმატებული ტვინის ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში გულის შეტევით გარდაიცვალა
ნოემბრის პირველ კვირაში მარადონას ტვინში არსებული თრომბის გამო სუბდურალური ჰემატომას ოპერაცია გაუკეთდა და ის წარმატებით დასრულდა. ის ცოტა მეტი ხნით დატოვეს საავადმყოფოში, რადგან ალკოჰოლისთვის თავის დანებების პროცესთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ის გამოწერეს.
სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის შემდეგ მარადონამ ბუენოს-აირესში, თავის სახლში, გულის შეტევა მიიღო და გარდაიცვალა. ტრაურში მყოფმა ქალაქის მცხოვრებლებმა ბუენოს-აირესის ქუჩები გაავსეს, რადგან მათი ქვეყნის ყველაზე დიდი ვარსკვლავი მათთან აღარ იყო.
10. ბევრისთვის ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება
მართალია, ფეხბურთის გულშემატკივრები დავობენ, არის თუ არა პელე, კრიშტიანუ რონალდუ ან არგენტინელი ლეო მესი მარადონაზე უკეთესი, ეჭვგარეშეა, რომ მარადონა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამ განხილვაში კუთვნილ ადგილს იკავებს.
პელესთან ერთად მარადონა 2000 წელს FIFA-ს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2017 წელს FourFourTwo-მ ის "100 საუკეთესო მოთამაშის" სიაში პირველ ადგილზე დააყენა.
ერთ დღეს ცაში ბურთს ერთად გავაგორებთ.
ლეგენდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან მას სოციალურ ქსელში გამოემშვიდობნენ.
ბარსელონას ვარსკვლავმა ლეო მესიმ ინსტაგრამზე დაწერა: "ძალიან სამწუხარო დღეა არგენტინისა და ყველა ფეხბურთელისთვის. ის გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან დიეგო მარადიულია".
"დღეს მე მეგობარს ვემშვიდობები, სამყარო კი — მარადიულ გენიოსს; ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო, შეუდარებელ ჯადოქარს. ძალიან მალე წავიდა ჩვენგან, თუმცა უსაზღვრო მემკვიდრეობა და შეუვსებელი სიცარიელის განცდა დაგვიტოვა. მშვიდად განისვენე, ოსტატო. არასდროს დაგვავიწყდები", — დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ ტვიტერზე.
პელე კი მარადიულ ლეგენდას ასე გამოემშვიდობა: "ერთ დღეს ცაში ბურთს ერთად გავაგორებთ".
ამავე თემაზე:
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები