არქივმა სოვლაბს საბჭოთა გულაგს გადარჩენილებზე მასალის ნაწილი დაშტრიხული ფორმით მისცა, უზენაესმა საჩივარი წარმოებაში არ მიიღო
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის საკასაციო საჩივარი საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო.
სოვლაბის განცხადებით, ხვადაგიანის დავა არქივთან 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც მკვლევარმა თბილისის არქივიდან იმ დოკუმენტების ასლები მოსთხოვა, რომლებიც ძირითადად 1940-იან და 1951 წელს თბილისიდან საბჭოთა რეჟიმის მიერ მასობრივად დეპორტირებული მოქალაქეების ნაწილის მონაცემებს წარმოადგენდა, ვინც გულაგს ცოცხლები გადაურჩნენ და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ 1995 წლიდან თბილისში საცხოვრებელი სივრცის გამოყოფას ითხოვდნენ.
ორგანიზაციის თქმით, არქივმა მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები, რომელიც დაახლოებით 400 ლარის საფასურის იყო, გასცა დაშტრიხული ფორმით, სადაც მსხვერპლთა სახელი და გვარის გარდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი წაშლილი იყო, მათ შორის, დეპორტირებულთა მისამართებიც გადასახლების მომენტში, საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივიც შესახებ კანონის მუხლის მითითებით, რომლითაც დღემდე იკრძალება პერსონალური ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე, დოკუმენტის შექმნის მომენტიდან 75 წლის ვადის გასვლამდე.
საკასაციო სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ საჩივარი არ იყო მნიშვნელოვანი სფეროში ახალი პრაქტიკის შექმნის კუთხით, ვერ მოიტანდა არსებული პრაქტიკისგან განსხვავებულ შედეგს, არ მოიცავდა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შემთხვევას და სამართლის განვითარების პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელო იყო.
"ჩვენდა სამწუხაროდ, საკასაციო პალატამ, არ გაამართლა მცირე თეორიული მოლოდინები, რომ იგი კანონის ბუკვალურად წაკითხვის მიღმა, ფართოდ შეხედავდა დავის საგანს, მხედველობაში მიიღებდა საარქივო კანონმდებლობის სფეროში არსებულ შეუსაბამობებს სხვადასხვა მარეგულირებელ დოკუმენტებს შორის და ასევე გაითვალისწინებდა, რომ დავა ეხება ისტორიული კონტექსტის ამსახველ წყაროებს - საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებებს, რომლის ამსახველი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობაზე, სრულიად განსხვავებული და პოზიტიური პრაქტიკა არსებობს ევროპის და დასავლეთის კანონმდებლობაში", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ეროვნული არქივის მოქმედება კანონიერად სცნო 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 24 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
ორგანიზაციის თქმით, ასევე საგანგაშოა, რომ საკასაციო პალატამ ხაზგასმით დაადასტურა პირველ და მეორე ინსტანციები სასამართლოების მტკიცება, რომ მკვლევარია ვალდებული არქივს წარუდგინოს საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა გარდაცვალებიდან 30 წლის გასვლის დამადასტურებელი სრულფასოვანი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტები და ასევე უნდა დაამტკიცოს ამ პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის აღმატებული საჯარო ტუ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს არსობრივად მიუღებელი, უკიდურესად არასამართლიანი და ცინიკური მოთხოვნაა, როდესაც დავა შეეხება ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საბჭოთა რეჟიმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ დანაშაულებების ამსახველ წყაროებს. მათივე თქმით, სახელმწიფოს და არქივს პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად მოეპოვება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები