ოჯახის წევრების რეაქციები ბაიდენისა და ჰარისის გამარჯვებაზე
წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენმა არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის და კამილა ჰარისი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი არიან.
მათ უკვე მიიღეს მილოცვები მსოფლიო ლიდერებისგან, თუმცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მათი ოჯახის წევრების მილოცვები მოექცა.
ჯო ბაიდენის ცოლმა, ჯილ ბაიდენმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ბაიდენს ახურავს ქუდი წარწერით: "ჩვენ, უბრალოდ, გავაკეთეთ. 46".
ამავე ფოტოში ბაიდენს ხელში უჭირავს პოსტერი წარწერით, "ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ცხოვრობდა აქ". ჯილ ბაიდენს სიტყვა ვიცე ხელით აქვს დაფარული და იკითხება: "პრეზიდენტი ბაიდენი ცხოვრობდა აქ".
"ის იქნება პრეზიდენტი ყველა ჩვენგანის ოჯახისთვის", — წერს ჯილ ბაიდენი.
მამასთან და ოჯახის წევრებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა შვილმა, ნაომი ბაიდენმა. მედიების ინფორმაციით, ფოტო შედეგების გამოცხადების შემდეგაა გადაღებული.
კამალა ჰარისის ქმარმა, დაგ ემჰოფმაც შედეგების გაგებისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა, რომ ცოლით ამაყობს.
სიამაყით აღნიშნა დის გამარჯვება მაია ჰარისმაც.
წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი კი აშშ-ის ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალია. ბაიდენს გამარჯვება მიულოცა არაერთმა მსოფლიო ლიდერმა და ის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია, ამის ფონზე ტრამპი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და შედეგებს არ აღიარებს.
- ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეთ, რათა ჩვენს დიდებულ ქვეყანას წინ წარვუძღვე — ჯო ბაიდენი
- ეს არჩევნები ბევრად მეტია, ვიდრე ბაიდენი ან მე, ეს ეხება ამერიკის სულს და ჩვენს მზაობას, ვიბრძოლოთ მისთვის — ჰარისი
- აშშ-ს ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი კამალა ჰარისი იქნება — პირველადი მონაცემები
დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.
გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები