Wolt-მა კურიერს ხელშეკრულება, საბოლოოდ, მაინც შეუწყვიტა
ფოტო: Facebook
Wolt-მა კურიერი, რომელმაც მომხმარებელ ქალს პირად ნომერზე მისწერა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ On.ge-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ნატალია ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კურიერს მისცეს შანსი, რომ შეცდომა გაეთავისებინა და კომპანიასთან პარტნიორობა ახალი ფურცლიდან დაეწყო, თუმცა ის საკითხს არასერიოზულად მიუდგა.
"მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა, რადგან არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გაიმეორებს", — ამბობს ხიზანიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ პარტნიორი კურიერის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მან Facebook-ზე დაწერა, რომ 10-დღიანი შვებულებიდან დაბრუნდა და მაისურზე ჰქონდა იგივე ტექსტი, რაც მისწერა მომხმარებელ ქალს. ხიზანიშვილის თქმით, სამსახურში დაბრუნებამდე კურიერს პირადი მონაცემების შესახებ ონლაინ ტესტირებაც ჩაუტარეს.
"ძალიან ბევრი მიზეზი გავითვალისწინეთ და პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ, თუმცა ამ მიმართულებით არასერიოზულ დამოკიდებულებას ნამდვილად ვერ მივიღებთ, როგორც ნორმას. ამან საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ კურიერმა მისი შეცდომა, რაც კანონითაც რეგულირდება, ვგულისხმობ ადამიანის პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას, სერიოზულად არ აღიქვა და ამაზე სახუმარო პოსტიც კი დაწერა. ჩვენ პირველ ადგილზე დავაყენეთ მომხმარებლის უსაფრთხოება", — ამბობს ის On.ge-სთან.
28 ოქტომბერს, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ შეკვეთის მიტანის შემდეგ ვოლტის კურიერმა მასთან პირად ნომერზე კომუნიკაცია სცადა. როგორც ქალის მიერ გასაჯაროებულ სქრინში ჩანს, კურიერმა მისწერა — "სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებით".
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომხმარებელთა ნაწილმა კურიერის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა, რადგან მან მის ხელთ არსებული პირადი მონაცემები არაკეთილსინდისიერად გამოიყენა. კრიტიკის შედეგად, Wolt-მა კურიერს მუშაობა ათი დღით შეუზღუდა და განაცხადა, რომ მას ტრენინგსა და ტესტირებას ჩაუტარებს.
მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე მათი რეაქცია უმკაცრესი იქნებოდა, რომ არა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა კურიერთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შემდეგ კურიერმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მის ქმედებას ისევ ქალს აბრალებდა და მომხმარებლებს "ჩაცმისკენ" მოუწოდებდა.
დღეს კურიერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ 10-დღიანი შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნდა. ამასთან, ფოტოზე აცვია ე.წ. ჰუდი იგივე ტექსტით, რაც მომხმარებელ ქალს გაუზავნა — "სხვათაშორის ძალიან კარგად გამოიყურებით".
-
flightradar24: ბოლო 4 დღეში ახლო აღმოსავლეთის 7 აეროპორტში 9500-ზე მეტი რეისი გაუქმდა flightradar24: ბოლო 4 დღეში ახლო აღმოსავლეთის 7 აეროპორტში 9500-ზე მეტი რეისი გაუქმდა
გადახედვა
-
ბიზნესმენი ილია წულაია ომანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 120-კაციანი კერძო რეისით თბილისში უფასო გადმოფრენას სთავაზობს ბიზნესმენი ილია წულაია ომანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 120-კაციანი კერძო რეისით თბილისში უფასო გადმოფრენას სთავაზობს
გადახედვა
-
კრეტაზე, საზღვაო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქე სავარაუდო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კრეტაზე, საზღვაო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქე სავარაუდო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: ყველა ის პარტია, რომელიც ამ გაერთიანებაშია, ყოფილი "ნაცია", ოფიციალურადაც და დნმ-ითაც გიორგი შარაშიძე: ყველა ის პარტია, რომელიც ამ გაერთიანებაშია, ყოფილი "ნაცია", ოფიციალურადაც და დნმ-ითაც
გადახედვა
-
ეს შეთანხმება პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიული გადატვირთვის დოკუმენტია — თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე ეს შეთანხმება პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიული გადატვირთვის დოკუმენტია — თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე
გადახედვა
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ომანიდან და საუდის არაბეთიდან სპეცრეისები შესრულდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ომანიდან და საუდის არაბეთიდან სპეცრეისები შესრულდება
გადახედვა
-
ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ — ელემე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების ალიანსზე ბედნიერი ვარ, როცა ამ შეთანხმებას ვხედავ და ოპოზიციის პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს ვუყურებ — ელემე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების ალიანსზე
გადახედვა
-
ანა დოლიძე: მე ვარ იმ უმრავლესობასთან ერთად, რომელიც საკუთარ თავს ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა ანა დოლიძე: მე ვარ იმ უმრავლესობასთან ერთად, რომელიც საკუთარ თავს ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა
გადახედვა
-
წუხელ ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში ხანძარი გაჩნდა წუხელ ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
თბილისში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს — დააკავეს 1 პირი თბილისში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს — დააკავეს 1 პირი
გადახედვა
-
რევაზ კიკნაძე: დანაშაულია მთავრობის სიყვარული, ნებისმიერი მთავრობის. მე რომ კორუმპირებული, დიქტატორული მთავრობა არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე? რევაზ კიკნაძე: დანაშაულია მთავრობის სიყვარული, ნებისმიერი მთავრობის. მე რომ კორუმპირებული, დიქტატორული მთავრობა არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე?
გადახედვა
-
ბავარიის სასამართლომ ალბანეთში ბაზირებულ ქოლ-ცენტრს ხელმძღვანელ მიხეილ ბინიაშვილს პატიმრობა მიუსაჯა ბავარიის სასამართლომ ალბანეთში ბაზირებულ ქოლ-ცენტრს ხელმძღვანელ მიხეილ ბინიაშვილს პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
გადაარჩენს დემნა Gucci-ის? — The New York Times გადაარჩენს დემნა Gucci-ის? — The New York Times
გადახედვა
-
ახალგაზრდა ანტერპრენერების დასაფინანსებლად პროკრედიტ ბანკსა და EBRD-ს შორის 15 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა ახალგაზრდა ანტერპრენერების დასაფინანსებლად პროკრედიტ ბანკსა და EBRD-ს შორის 15 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
-
ილჰამ ალიევმა ირანელ ხალხს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა ილჰამ ალიევმა ირანელ ხალხს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსში Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ თეგეტა მოტორსში Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
-
მერცი, სტარმერი, მაკრონი: ირანმა უნდა შეწყვიტოს თავისი თვითნებური სამხედრო დარტყმები მერცი, სტარმერი, მაკრონი: ირანმა უნდა შეწყვიტოს თავისი თვითნებური სამხედრო დარტყმები
გადახედვა
-
ფსიქოდელიური მედიცინა დეპრესიის წინააღმდეგ კარგ შედეგებს აჩვენებს ფსიქოდელიური მედიცინა დეპრესიის წინააღმდეგ კარგ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკა ბავშვებს მეცადინეობაში ეხმარება? — რას ამბობს ახალი კვლევა ტეილორ სვიფტის მუსიკა ბავშვებს მეცადინეობაში ეხმარება? — რას ამბობს ახალი კვლევა
გადახედვა
-
როგორ ვაქციოთ განსაკუთრებულად დედის დღე თიბისისთან ერთად? როგორ ვაქციოთ განსაკუთრებულად დედის დღე თიბისისთან ერთად?
კომენტარები