რეჯეფ თაიფ ერდოღანი

2 Mar. 2026, 13:09

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინდელი თავდასხმების შედეგად ჩვენი მეზობელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო.

შევთხოვ ყოვლისშემძლე ღმერთს წყალობას მის უწმინდესობა ხამენეის მიმართ და ვუსამძიმრებ მოძმე ირანელ ხალხს; სამძიმარს ვუცხადებ მათ ჩემი ქვეყნისა და ერის სახელით.

როგორც თურქეთი, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა, რეგიონში ჩვენს ყველა მეგობართან და ძმასთან ერთად, დაიბრუნოს კუთვნილი მშვიდობა და სტაბილურობა, დასრულდეს კონფლიქტი ჩვენს რეგიონში და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები."

დაწერა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა. დონალდ ტრამპმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განადგურების განზრახვის შესახებ გამოაცხადა. თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…