ახალგაზრდა ანტერპრენერების დასაფინანსებლად პროკრედიტ ბანკსა და EBRD-ს შორის 15 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
პროკრედიტ ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, სადაც ახალგაზრდა მეწარმეები Youth in Business Caucasus პროგრამით სარგებლობას შეძლებენ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 35 წლამდე მეწარმეების მხარდასაჭერად, პროკრედიტს 15 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყო. შედეგად, ახალგაზრდებისთვის დაფინანსების ახალი შესაძლებლობა შეიქმნება.
Youth in Business Caucasus პროგრამა უკვე მოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე წვდომის ზრდას, იმ ბარიერების შემცირებით, რომლებსაც ახალი თაობის ანტერპრენერები ხშირად აწყდებიან საკრედიტო ისტორიის სიმცირის, არასაკმარისი უზრუნველყოფის ან ბაზარზე შეზღუდული წვდომის გამო.
ფინანსურ რესურსთან ერთად, პროგრამა არაფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს. საკონსულტაციო და განვითარების კომპონენტები პროგრამის მონაწილეებს მენეჯერული უნარების გაძლიერებაში, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ბიზნესის გრძელვადიან მდგრად განვითარებაში ეხმარება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბიზნესის განვითარება არ იზღუდება ასაკით, სქესით ან გეოგრაფიული მდებარეობით. სწორედ ამიტომ ვნერგავთ მიზნობრივ პროგრამებს სხვადასხვა სეგმენტის მხარდასაჭერად. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ჩვენი საბანკო მოდელისა და სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. Youth in Business Caucasus პროგრამა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა — ის აძლიერებს ჩვენს ინკლუზიურ მიდგომას და ქმნის საფუძველს უფრო ფართო და მდგრადი ეკონომიკური ჩართულობისთვის. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა საქართველოში პირველად სწორედ პროკრედიტ ბანკში ამოქმედდება.“ — ელენე ცინცაძე, პროკრედიტ ბანკის დირექტორი.
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ბიზნეს სექტორის გაძლიერებასა და განვითარებაში. EBRD კი ქვეყანაში 1996 წლიდან საქმიანობს და ამ დროისთვის 5.7 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განახორციელებული 318 პროექტის ფარგლებში.
პროკრედიტ ბანკსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესის, მწვანე ეკონომიკისა და ინკლუზიური დაფინანსების მიმართულებებს მოიცავს. ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამის დაწყება, მდგრადი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
კომენტარები