თეგეტა მოტორსში Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება მოუმზადა — Michelin-ის საბურავების შეძენისას მსურველები არასეზონური პროდუქტის უფასოდ შენახვას თეგეტა მოტორსის საბურავების სასტუმროში შეძლებენ. შეთავაზება, რომელიც მომხმარებლისთვის კომფორტულ მომსახურებას ისახავს მიზნად — 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. Michelin ჯგუფის 4 ნებისმიერი საბურავის (მათ შორის Michelin და BFGoodrich ბრენდების) შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროში 6-თვიან უფასო მომსახურებას მიიღებენ. შეთავაზების მიზანი საქართველოში საბურავების სწორი მოვლისა და შენახვის კულტურის დანერგვის ხელშეწყობაა.
დავით ჩხაიძე, თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: “ჩვენი ინიციატივა პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ემსახურება. უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია, რომ ავტომფლობელებმა საბურავები სეზონურად შეცვალონ, არასეზონური საბურავების სწორად შენახვა კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს შეთავაზება ხელს უწყობს მომხმარებლებს, თავიდან აიცილონ საბურავების დაზიანება მათი ავტოფარეხში ან სხვა ადგილას შენახვის პირობებში.
საბურავების სწორი შენახვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია: მუდმივი ტემპერატურა, ტენიანობის კონტროლი, მზისგან დაცვა და უსაფრთხო საწყობი უზრუნველყოფს, რომ საბურავების სიცოცხლისუნარიანობა წარმოების თარიღიდან 5-7 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბრენდის სწორად შერჩევაც - როდესაც მომხმარებელი არჩევანს პრემიუმ ბრენდზე აკეთებს, ის გრძელვადიან ეკონომიურობას უზრუნველყოფს, რადგან ასეთი საბურავი მდგრადობასა და სტაბილურობას წლების განმავლობაში გამოყენების შემთხვევაშიც ინარჩუნებს“.
ფოტო: თეგეტა
Michelin გლობალურად აღიარებულია როგორც პრემიუმ ბრენდი. 1889 წელს საფრანგეთში დაარსებულმა კომპანიამ რადიალური საბურავების ტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც უმაღლეს უსაფრთხოებას, კომფორტსა და გრძელვადიან ეფექტიანობას უზრუნველყოფს, ავტოინდუსტრიაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. Michelin გამოირჩევა სტაბილურობით, მოკლე სამუხრუჭე მანძილით, გამძლეობით, საწვავის მოხმარების ეკონომიურობითა და მაღალი ხარისხით. გასულ წელს, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით (Tire Business და Brand Finance), Michelin საბურავების ტოპ 5 ბრენდს შორის დასახელდა, რაც გაყიდვების მოცულობისა და ინდუსტრიული სტანდარტების მიმართულებით მის ლიდერობას ადასტურებს. საქართველოში Michelin-ის ოფიციალური წარმომადგენელი თეგეტა მოტორსია, რომელიც მომხმარებელს ფრანგული ბრენდის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქციას თან ახლავს უსასრულო გარანტია, რომელიც საბურავის პროტექტორის ცვეთის დონეს ეფუძნება, ეს კი დამატებით უსვამს ხაზს ბრენდის სანდოობასა და ხარისხზე მუდმივ ზრუნვას.
ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით შესაძლებელია თეგეტა მოტორსის ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე: 032 2 264444 დარეკვით. Michelin-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ.
რაც შეეხება საბურავების სასტუმროს, საქართველოში მსგავსი სერვისი პრაქტიკულად უნიკალურია. საბურავების არასწორი შენახვა იწვევს რეზინის გამოშრობას, სამუხრუჭე მანძილის გაზრდას და მოჭიდების შემცირებას, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. საბურავების სასტუმრო კი თეგეტა მოტორსის სპეციალიზებული საწყობია, სადაც უზრუნველყოფილია პროფესიონალური შენახვის პირობები. შესაბამისად, საბურავები უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე ინახება. თეგეტა მოტორსი მომხმარებელს ამ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს: მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საბურავები თბილისში, კომპანიის ცენტრალურ და ვაკის ფილიალებში ინახება, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, საბურავები ნებისმიერ რეგიონულ ფილიალში მიიტანონ, საიდანაც ისინი დაცულ ტერიტორიაზე გაიგზავნება.
თეგეტა მოტორსის შეთავაზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ზრუნავს მომხმარებლების უსაფრთხოებასა და კომფორტზე და საბურავების მოვლის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები