მშობლები 6 წლამდე მიუღწეველი ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვას აპროტესტებენ
მშობლები "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც 15 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვები სკოლაში შესვლას ვეღარ შეძლებენ.
მშობლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ოცნების პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო — იმ დროს, როდესაც მოსწავლეთა რეგისტრაცია 2 კვირაში დაიწყო და ბავშვები და ოჯახები რეალურად მზად იყვნენ სწავლის დასაწყებად. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში პეტიციაც შეიტანეს, თუმცა უარი მიიღეს.
"უახლესი ანალიზი/ნაშრომი, რაც ამ თემაზე მშობლებმა მოვიძიეთ და ზოგადი განათლების განახლებულ კონცეფციას განიხილავს, ამბობს, რომ — "დასაბუთებული მსჯელობის გარეშე, კონცეფციაში 3-თვიანი ცვლილება წარმოდგენილია, როგორც განათლების საფეხურებს შორის ტრანზიციის გამარტივების გზა. ბავშვის ასაკი არ შეიძლება იყოს ერთადერთი ინდიკატორი იმის განსასაზღვრად, არის, თუ არა მზად ის სკოლისთვის," — ვკითხულობთ მშობლების საერთო განცხადებაში.
მათივე განმარტებით ცვლილება 15 წლის წინანდელ, 2011 წლის კვლევას ეფუძნება, სადაც არ არის საუბარი იმ ბავშვებზე, რომლებიც სკოლის დაწყებიდან მოკლე ხანში 6 წლის ასაკს მიაღწევენ.
"თქვენ მიერ დასახელებულ 2011 წელს UNICEF-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში არ არის საუბარი იმაზე, რომ ბავშვი, რომელსაც 6 წლამდე აკლია 2-3 დღე ან რამდენიმე კვირა, არ უნდა იქნეს მიღებული პირველ კლასში; გარდა ამისა, 2022–2025 წლებში სკოლაში მისაღები ასაკობრივი ზღვარი ყოველწლიურად იზრდებოდა. აღნიშნული კვლევა ამ პერიოდშიც არსებობდა, თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი ასაკობრივი ზღვრის ეტაპობრივ ზრდას, რამაც ჩვენ, მშობლებს, შეგვიქმნა მოლოდინი, რომ ჩვენი შვილები 2026 წლის სექტემბერში სკოლაში უნდა მისულიყვნენ," — წერს მარიამ ბუხუა სოციალურ ქსელში.
პეტიციაში მშობლები ასევე ითხოვდნენ 6 წლამდე მიუღწეველი ბაშვების სკოლისთვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას, რაზეც განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ "შეუძლებელია". მშობლების განმარტებით, "ეს მიდგომა ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაცია ვერ ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და განვითარების თავისებურებებს".
კომიტეტზე ასევე გაჟღერდა შეთავაზება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან ფსიქოლოგების ჩართულობით დაგვეხმარონ ჩვენ, ბავშვებსა და მშობლებს ამ ეტაპის გადალახვაში. თუმცა, მშობლების აზრით, ეს მიდგომა არასწორია.
"სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, მისი სწორი გაგებით, რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვისთვის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანის მიყენება ხელოვნური გზით," — წერია მშობლების მიერ შედგენილ პეტიციაში.
მშობლებმა აღნიშნულ თემაზე ოცნების პრემიერ ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს შეხვედრის ჩანიშვნისა და საკითხის განხილვის თხოვნით მიმართეს, რათა არგუმენტები წარუდგინონ და ბავშვთა უფლებები და ინტერესები დაიცვან.
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები