ერთ დღეში სლოვაკეთში COVID-19-ის ტესტი მოსახლეობის ნახევარმა გაიკეთა
შაბათს, 31 ოქტომბერს, სლოვაკეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა გაიკეთა COVID-19-ის ანტიგენის ტესტი. ეს იყო პირველი დღე ეროვნული მასშტაბის იმ ორდღიანი ტესტირებისა, რომელიც, ქვეყნის მთავრობის მოლოდინით, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებას შეუწყობს ხელს ისე, რომ მკაცრი კარანტინი საჭირო არ გახდეს.
ამ გეგმას, რომელიც პირველად ხორციელდება სლოვაკეთის ზომის ქვეყანაში, ის ქვეყნები აკვირდებიან, რომლებსაც ვირუსის გავრცელების შენელება და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან არიდება სურთ.
კვირას, 1-ლ ნოემბერს, თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა თქვა, რომ 2.58 მილიონმა სლოვაკმა გაიარა ტესტირება და მათგან ვირუსი 25 850-ს, ანუ 1%-ს, აღმოაჩნდა. ინფიცირებულები კარანტინში გადაიყვანეს.
ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნის მოსახლეობა 5.5 მილიონია და ის გეგმავს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუკეთოს ტესტი, 10 წლამდე ბავშვების გამოკლებით.
ანტიგენზე ტესტირების ჩასატარებლად 5 000-ზე მეტ ადგილას 40 000 ექიმი და მათი დამხმარე ჯარისკაცები, პოლიციელები, ადმინისტრაციული მუშაკები და მოხალისეები მობილიზდნენ. ტესტირება უფასო და ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მთავრობამ განაცხადა, რომ კარანტინში მოაქცევდა მათ, ვინც მონაწილეობას არ მიიღებდა, მათ შორის აუკრძალავდა სამსახურში სიარულს.
პრემიერმინისტრმა იგორ მატოვიჩმა ხალხს მათზე მონაწილების მიღების ზეწოლის გამო ბოდიში მოუხადა, თუმცა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნები გამართლებული იყო.
"თავისუფლებას თან უნდა ახლდეს პასუხისმგებლობა მათ მიმართ... ვინც ჩვენ შორის ყველაზე სუსტია: ონკოლოგიური პაციენტები, მოხუცებულები, სხვა დაავადებების მქონე ხალხი", — განაცხადა მან.
სლოვაკეთში ვირუსის შედარებით ცოტა შემთხვევა იყო გაზაფხულსა და ზაფხულში, შეზღუდვების სწრაფად დაწესების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ბოლო კვირებში ვირუსი სწრაფად გავრცელდა და გააჩინა იმის საშიშროება, რომ ქვეყანა ჩეხეთის ბედს გაიზიარებდა, რომელსაც ევროპაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ორკვირიანი მაჩვენებელი აქვს.
ამ გეგმას ზოგიერთი ექსპერტი შეეწინააღმდეგა, რომელთა თქმითაც მსგავს ერთჯერად ზომას დიდი აზრი არ ჰქონდა, აგრეთვე გამოყენებული ანტიგენის ტესტები უფრო ნაკლებად ზუსტია, ვიდრე ლაბორატორიული PCR ტესტები, ამიტომაც მათ შეიძლება უფრო მეტი მცდარი უარყოფითი და მცდარი დადებითი პასუხები აჩვენონ.
მომავალ შაბათ-კვირას ხელისუფლება ტესტირების მეორე რაუნდს გეგმავს.
კვირას, 1-ლ ნოემბერს, სლოვაკეთში 2 282 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა PCR ტესტების გამოყენებით, რითაც ჯამური შემთხვევების რაოდენობა 59 946 გახდა. ამ რიცხვში არ შედის ეროვნული მასშტაბის გეგმით იდენტიფიცირებული შემთხვევები.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები