დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

კორონავირუსს ახლავს თრომბოემბოლიური გართულება, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, თუმცა საქართველოში გვქონდა ერთი ასეთი გარდაცვალება. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"სამწუხაროდ თრომბოემბოლური გართულება კორონავირუსს ახლავს, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი გართულება, თუმცა სამწუხაროდ გვქონდა ერთი შემთხვევა ", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ბინაზე და კოვისასტუმროებში იყვნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები.

27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 1 262, გარდაიცვალა — 23 ადამიანი. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 12 632 გამოჯანმრთელდა, ხოლო 238 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 847, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 249.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: