სასამართლო: შვეიცარიელმა მუსლიმმა გოგოებმა ცურვა ბიჭებთან ერთად უნდა ისწავლონ
ფოტო: Getty Images
შვეიცარიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა მოიგო, რომლის მიხედვით, მუსლიმ მშობლებს დაევალათ შვილები ცურვის საერთო გაკვეთილებზე გაგზავნონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
საქმე ევროსასამართლოში ეთნიკურად თურქმა შვეიცარიელებმა შეიტანეს, რომლებმაც საკუთარ შვილები, თინეიჯერი გოგოები, ცურვის აუცილებელ, საერთო გაკვეთილებზე არ გაუშვეს. 2010 წელს, საქმის მრავალმხრივი განხილვის შემდეგ, ბავშვების მშობლები 1 400-მდე დოლარით დააჯარიმეს "მშობლის მოვალეობის დარღვევისთვის".
განათლების სისტემის წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვების გამონაკლისის სახით ცურვის გაკვეთილიდან გათავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გოგოებს ექნებოდათ სექსუალური მოწიფულობის ასაკი, რაც დავის დაწყების დროს, ასე არ იყო.
ადგილობრივ ინსტანციებში წაგების შემდეგ, მუსლიმი ბავშვების მშობლებმა ევროსასამართლოში იჩივლეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.
ევროსამართლომ გაამართლა შვეიცარიის ხელისუფლება, რომელიც "სრული სასკოლო პროგრამის" შესრულებასა და საზოგადოებაში ბავშვების "წარმატებულ ინტეგრაციას" ანიჭებს პრიორიტეტს.
ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, ეს წინააღმდეგობაში მოდის რელიგიის თავისუფლებასთან, თუმცა, ეს წინააღმდეგობა არ არის ამ უფლების დარღვევის ტოლფასი.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შვეიცარიას აქვს უფლება, შექმნას ისეთი განათლების სისტემა, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს და რომელიც ეფუძნება ამ კონკრეტული ქვეყნის ტრადიციებსა და საჭიროებებს. ხოლო ის კანონი, რომლის საფუძველზეც მუსლიმი მშობლები დაჯარიმდნენ, შეიქმნა "სოციალური გარემოდან უცხოელი მოსწავლეების განცალკევების ნებისმიერი ფორმის აღმოსაფხვრელად" და ის უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.
ამასთან სასამართლომ თქვა, რომ მუსლიმი გოგოების მშობლებს თავის დროზე შესთავაზეს "ძალიან მოქნილი" გამოსავალი, კერძოდ, მათ უფლება მისცეს, გამოეყენებინათ მხოლოდ გოგოებისთვის განკუთვნილი გასახდელები და ასევე, გამოეყენებინათ მუსლიმებისთვის განკუთვნილი საცურაო კოსტუმი - ბურკინი.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები