საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, კლანური მმართველობის გავლენა საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებს გაცდა და საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა. ორგანიზაციამ გამოქვეყნებული ანგარიშით უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვანი მოვლენები და საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა და განაცხადა,საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობა სწორედ მას შემდგომ გაჩნდა, რაც მისი ახალი წევრებით დაკომპლექტების პროცესი დაიწყო.

ანგარიშის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა.

TI-ს თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობისა და სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ერთგული კადრებით დაკომპლექტებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლოს ავტორიტეტი და შეამცირა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, ასევე, აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის გასაზრდელად მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.