ვფიქრობ, რომ საჯაროობით ჩვენ გადავრჩით — კვარაცხელია თავდასხმის დეტალებს იხსენებს
ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეჭრილი პირის მიერ მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია, რომელიც იმ პერიოდში მედიას ეკონტაქტებოდა, შეიარაღებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს. იგი ჰყვება, რომ გამომდინარე იქიდან, მნიშვნელოვანი იყო, ყველას სცოდნოდა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის არსებობის შესახებ, მას ტელეფონის დამალვა არ უცდია.
"მე გავაცნობიერე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხალხს, მედიას და შესაბამისად, პოლიციას ჰქონოდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა ეჭირა, ვიღაცას რომ გაესროლა, ეს ყუმბარა ამოგვხოცავდა აბსოლუტურად ყველას, ამიტომ არც მიცდია დამემალა ეს ტელეფონი. ვფიქრობ, რომ საჯაროობით ჩვენ გადავრჩით. იქიდან გამომდინარე, როგორ დაესხნენ [მედიას] თავს, რომ ეს ინფორმაცია გაუშვეს ეთერში, ისინი მაღალი ალბათობით, ბრძანების გაცემას აპირებდნენ მისი ლიკვიდაციის, ჩვენ აუცილებლად დავიხოცებოდით", — ამბობს კვარაცხელია ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.
იგი, ასევე, იხსენებს დეტალებს თავდამსხმელის შესახებ და ფიქრობს, რომ აღნიშნული პიროვნება იარაღთან ურთიერთობაში გამოცდილი იყო. მისი თქმით, მას ნერვიულობის კვალი არ ეტყობოდა და "ზუსტად იმდენს აკეთებდა, რამდენიც საჭირო იყო".
"იმდენი გაისროლა, რომ ხალხი შეეშინებინა საკმარისად და არავის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ გასჩენოდა. შემდეგ ნორმალურად იქცეოდა, ამისი აუცილებლობა არ იყო, რომ ზედმეტად ვიღაცა დაეშინებინა ან ვიღაცისთვის ჩაერტყა", — ჰყვება კვარაცხელია.
მისი თქმით, როდესაც ვინმეს ნერვიულობა დაეტყობოდა, თავდამსხმელი მიდიოდა და ეუბნებოდა ფრაზას: "ტყუილად ტირიხარ, იმიტომ, რომ მაინც ხომ უნდა მოკვდეთ ერთხელ. რა მნიშვნელობა აქვს ეს ადრე მოხდება, თუ გვიან?".
კვარაცხელია ამბობს, რომ მოლაპარაკებების დროს, ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, მათ შორის, თანხის მიტანაზე, მანქანის მიყვანაზე და ა.შ.
"ეს ადამიანი ძალიან კარგად იყო მომზადებული, მან იცოდა, რა სიტუაციაში როგორ მოქცეულიყო", — იხსენებს კვარაცხელია.
გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.
ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.
მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.
ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები