მდინარაძის თქმით, 10%-ით უშვებს, რომ თავდასხმის დროს კვარაცხელიას ბანკში ყოფნა დამთხვევა იყო
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზუგდიდში შეიარაღებული თავდასხმის დროს ბანკში აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას იქ ყოფნა შემთხვევითობა იყო თუ არა, ეს მომდევნო დღეებში გაირკვევა. მისი თქმით, იგი 1-10%-ით იმასაც უშვებს, რომ ეს დამთხვევა იყო.
"ფეისბუქში დაიწერა რამდენიმე პოსტი, მეც ვნახე. მეც რომ რამე არ დამაბრალონ, ფაქტებზე ვილაპარაკოთ. პოსტიდან გავიგე, მართალია თუ არა ამაზე პასუხს ვერ ვაგებ, ყოველ შემთხვევაში იწერება ეს, რომ ეს არის გვარამიას მამიდაშვილის ბავშვობის უახლოესი მეგობარი, რომელზეც გვარამიამ თქვა, ამას არ ვიცნობო. ასეა თუ არა ამას ვერ ვადასტურებ, არ ვიცი. აღმოჩნდა ეს ადამიანი, რომ ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერია. დავარქვათ ამას დამთხვევა. მაგრამ ეს დამთხვევა არსებობს, ეს დამთხვევა მართალია თუ არა, ეს მერე ვარჩიოთ, მომდევნო დღეებში. ყოველ შემთხვევაში, ასე აღმოჩნდა, რომ ზუგდიდში ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, გვარამიას ოჯახის წევრებთან აღმოჩნდა ახლობლური კავშირით, იგი მერიაში მუშაობდა, მაშინ როდესაც უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი. ეს შემთხვევითი იყო თუ არა, დღეს ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამიტომ ამას დღეს დავანებოთ თავი. ეს ფაქტი შედგა, რატომ იყო, დამთხვევა იყო თუ არა, ხვალ და ზეგ ეს ამბავი გაირკვევა", — განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა.
ბოლო ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამ მძევალთან ერთად შენობიდან გამოვიდა და ტერიტორია დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, სად და რა მიმართულებით წავიდა ის და დაკავებულია თუ არა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.
ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც ამ დროის განმავლობაში მედიას ეკონტაქტებოდა ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ პოლიციის წარმომადგენელმა ფული მიიტანა და მძარცველთან ერთად ტერიტორიას რამდენიმე წუთში დატოვებდა. მისი თქმით, სამი კაცის გარდა, ყველა გაუშვეს. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დანარჩენმა მძევლებმა შენობა დატოვეს და ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს და ამჟამად მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები