რომის პაპმა LGBTQ წყვილების სამოქალაქო ქორწინებას მხარი დაუჭირა
ფოტო: The Critic Magazine
პაპი ფრანცისკე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურად გახდომის შემდეგ ლგბტქ საკითხებისადმი ტოლერანტულ დამოკიდებულებას იჩენს, საკუთარი ეკლესიის პოზიციას დაუპირისპირდა. ახლახან გამოსულ დოკუმენტურ ფილმში — Francesco — რომლის პრემიერაც რომის კინოფესტივალზე შედგა, პაპი ფრანცისკე ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო კავშირის გაფორმებას მხარს უჭერს. ლგბტქ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე საუბრისას კათოლიკური ეკლესიის ლიდერი პირდაპირ შეეხო სამოქალაქო ქორწინების საკითხს.
"ჰომოსექსუალ ადამიანებს ოჯახში ყოფნის უფლება აქვთ. ისინი უფლის შვილები არიან, ამდენად ისეთი სამოქალაქო კავშირის კანონის შექმნა გვჭირდება, რომელიც მათაც შეეხება. მე ამას მხარს ვუჭერ" — განაცხადა პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი მხარდაჭერა გეი ადამიანებს, როგორც "ღვთის შვილებს" ღიად გამოუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გაურკვეველი იყო, როდის გააკეთა პაპმა მსგავსი განცხადება, ფილმის რეჟისორი, ევგენი აფინეევსკი, აღნიშნავს, გადაღებისას პირადად მასთან ისაუბრა ამ თემაზე.
ფოტო: AP
აღსანიშნავია, რომ კათოლიკური სამყარო ჰომოსექსუალურ კავშირს "ნიშანდობლივ გადახრას" უწოდებს და ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას ეწინააღმდეგება.
2003 წელს, პაპ იოანე პავლე II-ის მმართველობის პერიოდში, რწმენის დოქტრინის კრებაზე (რომელსაც მოგვიანებით პაპი ბენედიქტე XVI უძღვებოდა), "მიღებული წინადადებების საფუძველზე განიხილებოდა ჰომოსექსუალური კავშირების აღიარების საკითხი", მაგრამ დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ "თუმცაღა ეკლესია ხალხს ჰომოსექსუალი ადამიანებისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებს, ამას არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება ჰომოსექსუალური ქცევის მიღება და ამგვარი კავშირების აღიარება".
პაპ ფრანცისკესთან ჩაწერილი ინტერვიუს გარდა ფილმში ვატიკანში მოღვაწე სხვა კლერიკებიც ჩნდებიან, მათ შორის კარდინალი ლუი ტაგლეი და პაპის სხვა თანამოაზრეები. დოკუმენტურ ნამუშევარში ვხვდებით ისეთ თემებს, როგორიცაა ფრანცისკეს მხარდაჭერა ემიგრანტებისა და ლტოლვილებისადმი, ქალის როლი საზოგადოებაში, ლგბტქ საკითხები და საეკლესიო პირებთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალები. .
პაპის სოციალურ როლზე საუბრისას მოხსენიებულია ეპისკოპოსის ამბავიც, როცა იგი ორ იტალიელ კაცს ოჯახის შექმნაში დაეხმარა და ურჩია, შვილები ეკლესიის მრევლად აღეზარდათ. როგორც ერთ-ერთი პარტნიორი აცხადებს, ეს განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.
-
რატომ არის ხელოვნური ინტელექტის ბუმი კოვიდპანდემიაზე დიდი რამ — AI CEO-ს წერილი "შიდა სამზარეულოდან" რატომ არის ხელოვნური ინტელექტის ბუმი კოვიდპანდემიაზე დიდი რამ — AI CEO-ს წერილი "შიდა სამზარეულოდან"
გადახედვა
-
შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ნარკოტიკული თრობის "განცდა"? — კვლევა გვპასუხობს შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ნარკოტიკული თრობის "განცდა"? — კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
უკრაინის ომმა მიუსაფარი ძაღლების ევოლუციაზე იმოქმედა — კვლევა უკრაინის ომმა მიუსაფარი ძაღლების ევოლუციაზე იმოქმედა — კვლევა
გადახედვა
-
ილონ მასკს მთვარეზე სატელიტების "კატაპულტის" განთავსება სურს ილონ მასკს მთვარეზე სატელიტების "კატაპულტის" განთავსება სურს
გადახედვა
-
გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
გადახედვა
-
ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან იმაზე მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან იმაზე მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს?" — ეს შიში დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობას ვნებს "ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს?" — ეს შიში დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობას ვნებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება "შეხვედრები ბიზნესთან" გაიმართა საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება "შეხვედრები ბიზნესთან" გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: "დასაქმების სფეროში ძალის დეფიციტია, რომ არა უცხოელები, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა" ირაკლი კობახიძე: "დასაქმების სფეროში ძალის დეფიციტია, რომ არა უცხოელები, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა"
გადახედვა
-
მარგო რობის კაცმა კოლეგამ წონის დაკლებისკენ მოუწოდა მარგო რობის კაცმა კოლეგამ წონის დაკლებისკენ მოუწოდა
გადახედვა
-
რატომ შეაშინა ჰოლივუდი ტომ კრუზისა და ბრედ პიტის AI ვიდეომ რატომ შეაშინა ჰოლივუდი ტომ კრუზისა და ბრედ პიტის AI ვიდეომ
გადახედვა
-
უკრაინამ, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ხელშეწყობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა უკრაინამ, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ხელშეწყობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის აზრით, ქვეყანაში შობადობის შემცირების მიზეზი "მსოფლმხედველობაა" და არა "სოციალური მიზეზი" ირაკლი კობახიძის აზრით, ქვეყანაში შობადობის შემცირების მიზეზი "მსოფლმხედველობაა" და არა "სოციალური მიზეზი"
გადახედვა
-
"მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ" — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე "მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ" — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე
გადახედვა
-
ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბინადრობის ნებართვით რუსეთის მოქალაქეები არიან 29,9%, მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირით. მესამეზე — აზერბაიჯანი 6,3%-ით ირაკლი კობახიძე: ბინადრობის ნებართვით რუსეთის მოქალაქეები არიან 29,9%, მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირით. მესამეზე — აზერბაიჯანი 6,3%-ით
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
გადახედვა
-
ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ბერლინალეს ღია წერილით მოუწოდებენ, ღაზაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს
გადახედვა
-
საქართველოს "მეგობრულობის" შეფასება რუსეთის მიმართ 15-დან 19.4 ქულამდე გაიზარდა საქართველოს "მეგობრულობის" შეფასება რუსეთის მიმართ 15-დან 19.4 ქულამდე გაიზარდა
გადახედვა
-
შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
კომენტარები