ირაკლი კობახიძე: ის, რომ საქართველომ განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ულოცავს. მისი თქმით, "ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა". კობახიძე იმასაც წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა".
"ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს!
ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია. საქართველოსთვის გამორჩეულად რთულ დროს, როდესაც ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება და სხვა უზენაესი ღირებულებები, როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა; აღდგა ბიზნესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი; ქვეყნის სათავეში მოვიდა პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია; ოთხჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი; საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.
2012 წელს, დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში უდიდესი პიროვნული რისკის ფასად, ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი. მან გვერდზე გადადო საკუთარი პირადი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და პირდაპირი მნიშვნელობით, თავი გადადო უცხოური აგენტურის კრიმინალური მმართველობისგან საქართველოს დასახსნელად. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ საკუთარ სამშობლოზე განსაკუთრებულად შეყვარებულ ადამიანს შეეძლო.
პატრიოტიზმთან ერთად, გარედან მხარდაჭერილი დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლას ჭირდებოდა განსაკუთრებული სიბრძნე და ინტელექტი. 2011 წელს არავის სჯეროდა, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული ხელყოფის პირობებში, არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი.
ზუსტად ასეთივე გამორჩეულ ქვეყნის სიყვარულს და სიბრძნეს მოითხოვდა 2022 წლის შემდეგ საქართველოს გადარჩენა მოვლენების იმგვარი განვითარებისგან, რომელმაც უკრაინას ეგზისტენციალური პრობლემები შეუქმნა. ამ შემთხვევაშიც, იმ უმძიმეს ზეწოლასთან და შანტაჟთან დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდებოდა, მოითხოვდა, ერთი მხრივ, სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს და მისთვის თავდადებას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორჩეულ სიბრძნეს და ინტელექტს. ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მმართველი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას!", — წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები