ირაკლი კობახიძე

18 Feb. 2026, 14:57

"დავაზუსტებ იმთავითვე, რომ საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა და მოგვიანებით შევეხები საქართველოში ყოფნის სხვა საფუძვლებსაც. რაც შეეხება სტატისტიკას, უშუალოდ ბინადრობის ნებართვის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29,9%, 32 129 ადამიანი. აქ მინდა დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან რეალურად ქართველები, ეს არის ის სტატისტიკა, რომელსაც გვიჩვენებს ჩვენ საზღვრის კვეთის მონაცემები. მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა და მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 6,3%, აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა არიან საქართველოდან გასული აზერბაიჯანელები, რომლებიც ფლობენ დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და დაბრუნებული არიან საქართველოში. რაც შეეხება უკრაინას, 5,9%, 6 290 ადამიანია ასეთი, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 000 უკრაინელი. მთლიანობაში საქართველოში უკრაინელების რაოდენობა არის 30 000-მდე, საიდანაც 6 290 აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 000-მდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა. სომხეთი 4,8%, 5 000-ზე მეტი ადამიანია, აქაც ჩვენი ვარაუდით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გავიდნენ საქართველოდან, მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და შემდეგ დაბრუნდნენ ისევ საქართველოში. ბელარუსი 3 738 პირს აქვს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა. თურქეთი არის 3,4% 3 645 პირი, ირანი — 3,1% 3 331 ირანის მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის ნებართვა. სუდანი 2%, ესენი არიან მთლიანად სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ საქართველოში. ჩინეთი — 1,9%, 2000-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქეა, ესენი არიან ძირითადად სამუშაო ძალა, რომლებიც არსებითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული. იორდანია 1,9%, 2000-ზე მეტი იორდანიის მოქალაქეა საქართველოში. მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. პაკისტანი —1,5%, 1618 არის რაოდენობა და ისინიც მთლიანად არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. ანალოგიურად ეგვიპტე — 1,2%, 1341, აქაც თითქმის ყველა არის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. აშშ — 1%, 1000 პირზე მეტი არის ასეთი. უკეთესი არის საერთო სტატისტიკა, რასაც ჩვენ ვადგენთ ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
  2. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  3. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  4. MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია
  5. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომი განმარტავს ბაზალეთის ტბასთან არსებული მიწის ნაკვეთის 100%-იანი წილის მფლობელი როგორ გახდა ეგვიპტის მოქალაქე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ