შაია ლაბაფს ნიუ ორლეანში ფიზიკური ძალადობის ბრალი წაუყენეს
ფოტო: Valery Hache/Agence France-Presse — Getty Images
პოლიციის განცხადებით, მსახიობ შაია ლაბაფს, სამშაბათს, ნიუ ორლეანში, ორი პირის მიმართ განხორციელებული მარტივი ფიზიკური ძალადობის (simple battery) ორი მუხლით წაუყენეს ბრალი.
ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში მდებარე უბანში, სადაც რესტორნები, სასტუმროები და მაღაზიებია, მას შემდეგ, რაც ძალადობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, დაახლოებით 00:45 საათზე გამოიძახეს სამართალდამცავები, ნათქვამია ნიუ ორლეანის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
გამომძიებლების თქმით, 39 წლის ლაბაფმა ერთ-ერთ დაწესებულებაში არეულობა გამოიწვია და "სულ უფრო აგრესიული ხდებოდა", რის გამოც თანამშრომელმა მისი გაყვანა სცადა.
მას შემდეგ, რაც ლაბაფი დაწესებულებიდან გაიყვანეს, ერთ-ერთმა დაზარალებულმა განაცხადა, რომ "ლაბაფმა რამდენჯერმე დაარტყა შეკრული მუშტებით".
დაზარალებულის თქმით, ლაბაფი წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა და კიდევ უფრო აგრესიულად იქცეოდა. მის შეკავებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა, მაგრამ მან კვლავ განაგრძო ფიზიკური აგრესია და ორ ადამიანს გაუსწორდა.
გვიან ღამით TMZ-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება რამდენიმე ადამიანი მსახიობს ფიზიკურად.
მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, ლაბაფი დააკავეს და მას ადმინისტრაციული დანაშაულით, მარტივი ფიზიკური ძალადობის ორი მუხლით წაუყენეს ბრალი.
ლაბაფს, რომელიც ცნობილია ფილმებით Transformers, Megalopolis და სხვა, ძალადობრივ ქცევაში წარსულშიც დასდეს ბრალი. 2020 წლის დეკემბერში მისმა ყოფილმა პარტნიორმა, მუსიკოსმა FKA twigs-მა, სექსუალური ძალადობისა და ფიზიკური თავდასხმისთვის სასამართლოში უჩივლა.
სარჩელის შეტანის შემდეგ ლაბაფმა The New York Times-ს განუცხადა, რომ ბევრი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა და რომ "ალკოჰოლიზმსა და აგრესიას გამართლების მიზეზები არ აქვს, მხოლოდ ახსნები". მან ასევე თქვა, რომ წლების განმავლობაში ზიანს აყენებდა როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს და დასძინა: "ამის გამო მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც ვატკინე"
გასულ ზაფხულს ლაბაფმა და FKA twigs-მა საქმე მორიგებით დაასრულეს, რაც ლაბაფის ადვოკატის თქმით "კონსტრუქციული წინსვლის გზის გამონახვის" სულისკვეთებით მოხდა.
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
კომენტარები