რატომ შეაშინა ჰოლივუდი ტომ კრუზისა და ბრედ პიტის AI ვიდეომ
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო, რომელიც ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას ByteDance-ს ეკუთვნის, ვიზუალურად უფრო კინემატოგრაფიული ჩანს, ვიდრე აქამდე ნანახი მსგავსი კონტენტი. ტომ კრუზის და ბრედ პიტის ორთაბრძოლის 15-წამიანი კლიპი საკმარისი აღმოჩნდა, რათა ბოლო დღეებში ჰოლივუდში სწრაფი აღშფოთება და სერიოზული შიში გამოეწვია.
გავრცელებული ვიდეო ირლანდიელმა რეჟისორმა რუაირი რობინსონმა შექმნა Seedance 2.0-ის გამოყენებით: ეს არის ხელოვნური ინტელექტის ძლიერი ვიდეოგენერატორი, რომელიც ByteDance-ს ეკუთვნის (ByteDance-ს ასევე ეკუთვნის სოციალური ქსელი ტიკტოკი). ვიდეოს ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიანი ფილმისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ელემენტი აქვს: ფართო კადრები, ბრძოლის ქორეოგრაფია, მკაფიო ხმოვანი ეფექტები და დაძაბული მუსიკა.
მხოლოდ ორი წინადადებისგან შემდგარი ტექსტური მოთხოვნით და ერთი ღილაკის დაჭერით Seedance-მა წარმოუდგენლად რეალისტური შედეგი შექმნა, ეს მკვეთრი წინსვლაა მანამდე არსებულ AI ვიდეოებთან შედარებით, რომლებიც ხშირად უხარისხო "AI ნაგავად" ითვლება. ვიდეო იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ჰოლივუდის წამყვანი ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან თითქმის მყისიერი დაგმობა მოჰყვა.
Deadpool-ის სცენარისტმა რეტ რიზმა ინტერვიუში თქვა, რომ კრუზისა და პიტის ვიდეოს ნახვისას "ცივმა ოფლმა" დაასხა.
"ჩვენთვის, ვინც ამ ინდუსტრიაში ვმუშაობთ და მთელი ცხოვრება და კარიერა ამ საქმეს მივუძღვენით, ეს უბრალოდ შემზარავია", — თქვა მან — "პირდაპირ ვხედავ, როგორ შეიძლება ამან უამრავი სამუშაო ადგილი შეიწიროს".
ByteDance-მა Seedance 2.0 გასულ კვირას გამოუშვა, წინა ვერსიიდან (რომელმაც დიდი რეაქცია ვერ გამოიწვია) თითქმის ორი თვის შემდეგ. კომპანიის პრესრელიზში ხაზგასმული იყო განახლებული ინსტრუმენტის "ფიზიკური სიზუსტე, რეალიზმი და კონტროლირებადობა", რაც, მათი თქმით, "პროფესიონალური დონის კრეატიული სცენარებისთვის" არის შესაფერისი.
"შექმნის პროცესი უფრო ბუნებრივი და ეფექტურია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარ ნამუშევრებს ისე მართონ, როგორც ნამდვილმა 'რეჟისორებმა'",— აღნიშნულია განცხადებაში.
მომხმარებლები მალევე მიაწყდნენ პლატფორმას საკუთარი კონტენტის შესაქმნელად. ვირუსულად გავრცელდა Game of Thrones-ის ალტერნატიული დასასრული, ასევე ვიდეო, სადაც დაპირისპირებული რეპერები კენდრიკ ლამარი და დრეიკი ღამის შოუში შერიგდებიან, და სცენა, სადაც საშინელებათა ფილმის The Ring-ის პერსონაჟი სამარა მორგანი ძველი ტელევიზორიდან გამოდის და კატას ეფერება.
რობინსონმა თავადაც გამოაქვეყნა სხვა ვიდეოები, მათ შორის, პიტისა და კრუზის ბრძოლა რობოტთან და პიტის დუელი მახვილით შეიარაღებულ "ზომბი ნინძასთან".
ჰოლივუდის რეაქცია და იურიდიული ბრძოლა
ამავე დროს, ჰოლივუდმა სწრაფად გაამკაცრა პოზიცია. Motion Picture Association-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ რივკინმა ByteDance-ს მოუწოდა, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დარღვევები", და განაცხადა, რომ Seedance 2.0 "საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრების მასშტაბურ არაუფლებამოსილ გამოყენებას ახორციელებს".
Warner Bros. Discovery-მაც მკაცრი ტონი აირჩია და ByteDance დაადანაშაულა, რომ მისი AI პლატფორმა ქმნის არაუფლებამოსილ ვიდეოებს ისეთი საკულტო პერსონაჟებითა და ფრენჩაიზებით, როგორებიცაა Superman, Batman და Game of Thrones. კომპანიამ განაცხადა, რომ ByteDance "აშკარად არღვევს" იმავე ინტელექტუალურ საკუთრებას, რომლის დაცვაზეც მისი იურისტები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, და მოითხოვა, რომ კომპანიამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრების გამოყენება.
Seedance 2.0-ით შექმნილი GOT-ის, თანოსის და სუპერმენის პერსონაჟები
Netflix-მა კომპანიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და პირდაპირ "დაუყოვნებელი სამართლებრივი დავით" დაემუქრა. კომპანიის შეფასებით, Seedance 2.0 "მაღალსიჩქარიანი პირატობის ძრავაა" რომელიც მასობრივად ქმნის არაუფლებამოსილ ვიდეოებს Netflix-ის საკულტო პერსონაჟების, სამყაროსა და სცენარების გამოყენებით. წერილში ნახსენებია ისეთი პროექტები, როგორიცაა Stranger Things, Squid Game, Bridgerton და KPop Demon Hunters, და მოყვანილია მაგალითები, სადაც მათი პერსონაჟები, კოსტიუმები და ვიზუალური სტილი დეტალურად არის რეპროდუცირებული.
Seedance 2.0-ით შექმნილი Stranger Things-ის სცენა
Human Artistry Campaign-მა, გლობალურმა კოალიციამ, რომელიც AI-ის გამოყენებას "შეუცვლელი არტისტების, მსახიობებისა და შემოქმედების პატივისცემით" უჭერს მხარს, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ Seedance 2.0-ის მიერ შექმნილი არაუფლებამოსილი ნამუშევრები არღვევს "პირადი ავტონომიის ყველაზე საბაზისო პრინციპებს".
Disney-მაც, რომელმაც გასულ წელს OpenAI-სთან შეთანხმება გააფორმა, ByteDance დაადანაშაულა, რომ Seedance "პირატული ბიბლიოთეკით" ამარაგებს მის პერსონაჟებს — "თითქოს Disney-ის ინტელექტუალური საკუთრება უფასო კლიპარტი იყოს".
ByteDance-მა განაცხადა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს პატივს სცემს და "დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად ზომებს მიიღებს".
ინდუსტრიის შიში: სამუშაო ადგილები და შემოქმედებითი კონტროლი
როგორც Disney-სა და OpenAI-ს შორის გასული წლის შეთანხმება აჩვენებს, ჰოლივუდი უკვე წლებია ცდილობს, მართოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ზრდა. რიზის მიერ გამოთქმული შიშები ეხმიანება 2023 წლის სცენარისტთა გილდიის გაფიცვას, როდესაც ათასობით წევრი თვეების განმავლობაში ითხოვდა, რომ სტუდიებს დაენერგათ დაცვის მექანიზმები, რათა AI-ს არ "წაეღო" მათი სამუშაო ადგილები ან ინტელექტუალური საკუთრება. საბოლოოდ, მათ მოიპოვეს გარანტიები, რომ AI არ ჩაერევა ავტორთა კრედიტებსა და ანაზღაურებაში.
მსახიობებისა და მედია არტისტების პროფკავშირის ეროვნული აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი მომლაპარაკებლის, დუნკან კრაბტრი-აირლანდის თქმით, მათ კონტრაქტებში ციფრული რეპლიკაციის მკაფიო და სავალდებულო წესებია გაწერილი. კრუზისა და პიტის ვიდეოს მსგავსი მასალა "ვერცერთი სტუდიისა და სტრიმინგის პლატფორმის მიერ ვერ იქნებოდა წარმოებული ამ ადამიანების კონკრეტული, ინფორმირებული თანხმობის გარეშე".
მისი თქმით, მთავარი საფრთხე ისაა, რომ, მაშინაც კი, თუ ასეთი ვიდეოები "ბოროტი განზრახვით არ არის შექმნილი", ისინი "სერიოზულად არღვევენ ადამიანის უფლებას, თავად აკონტროლოს, როგორ გამოიყენონ მისი გამოსახულება, ხმა და იდენტობა".
"ცირკი" თუ რეალური საფრთხე?
თუმცა ყველას არ აღაფრთოვანებს Seedance-ის ახალი ტექნოლოგია. Rick and Morty-ის სცენარისტი ჰეზერ ენ კემპბელი ამბობს, რომ მისი სოციალური ქსელები ბოლო კვირაში სავსე იყო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ანიმე, სამეცნიერო-ფანტასტიკისა და სუპერგმირების უცნაური ბრძოლების ვიდეოებით.
"თითქოს ქალაქში მოსული ცირკით არის ყველა მოხიბლული", — ამბობს ის — "მე ჯერ არაფერი მინახავს მართლა კარგი. არაფერი, რაც სუნთქვას შემიკრავდა, არაფერი ღრმა, არაფერი პროვოკაციული. ეს ყველაფერი უბრალოდ ნაგავია".
კემპბლის თქმით, მსგავსი სერვისები საუკეთესო შემთხვევაში "საშუალოებისთვისაა" და დიდი ხელოვნება არასდროს იქმნება სწრაფად ან ადამიანის გარეშე.
მიუხედავად ამისა, ჰოლივუდში ბევრს უჭირს დაიჯეროს, რომ ხარჯების შესამცირებლად სტუდიები AI-ს არ გამოიყენებენ. "უფრო იაფი იქნებოდა, AI-ს დაეწერა სცენარი, ვიდრე მე დამეწერა", — ამბობს რიზი — "ამიტომაც გვაქვს შიში".
ახლა მთავარი კითხვა ერთია: გადაიქცევა თუ არა Seedance-ის მსგავსი ტექნოლოგიები ჰოლივუდის სტანდარტულ ინსტრუმენტად თუ მას მკაცრი სამართლებრივი შეზღუდვები დაუწესდება.
ერთი რამ უკვე ცხადია, კრუზისა და პიტის 15-წამიანმა ვიდეომ დაიწყო კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს, ხელოვნური ინტელექტის სამომავლო ადგილი შემოქმედებით ინდუსტრიაში.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები