12 ილუსტრაცია, რომელიც კომპიუტერთან დაკავშირებულ პრობლემებს ზედმიწევნით ასახავს
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებმა ჩვენი რუტინა უფრო მარტივი გახადა, არის შემთხვევები, როცა ჩვენ და ჩვენი კომპიუტერი ერთხმად ვქშენთ — ის იმიტომ, რომ დავალების შესრულებისთვის გამოღვიძება სჭირდება, ჩვენ კი თავი ხელში უნდა ავიყვანოთ, რომ ბურანში მყოფი კომპიუტერი პირდაპირ გამოღებული ფანჯრის გზას არ გავუყენოთ.
ეს პრობლემები იმდენად ნაცნობია, რომ ერთ-ერთმა მხატვარმა, შემოქმედებითი ნიკით System32Comics, ილუსტრაციების მთელი სერია შექმნა და როგორც თავად აღნიშნავს, სულაც არაა კომპიუტერულ მეცნიერებაში მიღებული მაგისტრის ხარისხი, რათა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოთ ნახატებზე ასახული სიტუაცია. მკურნალ-შამანის ამპლუაში მყოფი გუგლიდან პროგრამების დაუპატიჟებელ განახლებებამდე — ეს ყველაფერი ხანდახან გვაფიქრებინებს, რომ ცხოვრება ინტერნეტამდე, შესაძლოა, უკეთესიც კი იყო.
კომენტარები