საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ Euromoney-ს ორი ჯილდო მოიპოვა
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზედიზედ მეორედ, Euromoney-ს გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა High-Net-Worth მომხმარებლებისთვის.
ამასთან, გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებას საუკეთესო ციფრული გადაწყვეტებისთვის მეორე ჯილდოც გადასცა.
Euromoney-ს ჟიურის შეფასებით, საქართველოს ბანკის მიერ პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი ციფრული საბანკო პროდუქტები და სერვისები სრულად ერგება მათ სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მუდმივად იცვლება.
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ისარგებლონ პირადი ბანკირის, კონსიერჟის, პირადი ბროკერის სერვისებით. მობილბანკის, ინტერნეტ ბანკინგის თუ იმეილ საბანკო სერვისების მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, მართონ საკუთარი ფინანსური აქტივები, ქასთოდი პროფილები და ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი პირად ბანკირთან.
"მოხარული ვარ, რომ უკვე ორი წელია საქართველოს ბაზრის ერთპიროვნული ლიდერები ვართ პრემიალური საბანკო მომსახურების კუთხით High-Net-Worth მომხმარებლებისთვის. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს არა მხოლოდ ამ წოდების მიღება, არამედ შემდგომ მისი შენარჩუნება წლების მანძილზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა ამ ამოცანასაც თავი გაართვა, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და მუდმივად ვამატებთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებულ შეთავაზებას. Euromoney-ისგან, როგორც დამოუკიდებელი მხარისგან, მიღებული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ უპირატესია საქართველოს ბანკის მომსახურება ადგილობრივ ბაზარზე“, — აღნიშნავს თეონა ბერია, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.
უკვე 20 წელზე მეტია, Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.
თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები