Career Hunter Camp 2025 — უნიკალური შესაძლებლობა აბიტურიენტებს
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
მომავალ პროფესიულ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა ხშირად გამოწვევებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტი და აბიტურიენტების კლუბი კვლავ ერთიანდებიან, რათა აბიტურიენტებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების აღმოჩენაში დაეხმარონ.
Career Hunter Camp 2025 - სამდღიანი ინტენსიური ბანაკია, რომელიც 11-13 აპრილს ბაქსვუდის წყნეთის კამპუსში ჩატარდება.
ბანაკის პროგრამა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაა (XI-XII კლასები) განკუთვნილი და მათ არამხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ კარიერული და პიროვნული განვითარების მიმართულებით, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასაც სთავაზობს.
სამდღიანი პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სესიებს, ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებსა და პროფესიონალებთან კომუნიკაციას. ბანაკში მონაწილეობის მიღება მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიცნონ საკუთარი შესაძლებლობები და გაარკვიონ, რა სფეროში შეიძლება მიაღწიონ წარმატებას მომავალში.
Career Hunter Camp 2025 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული მომავალი პროფესიის არჩევანში და სურთ მეტი გაარკვიონ სხვადასხვა სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
რას მოიცავს Career Hunter Camp 2025
- ინტერაქციულ ვორქშოპებსა და ტრენინგებს პროფესიული ორიენტაციის თემებზე;
- შეხვედრებს ალტე უნივერსიტეტის ლექტორებთან, დეკანებთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან;
- კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევებისა და მიგნებების გაზიარება;
- Პიროვნული და პროფესიული ზრდის ხელშემწყობ აქტივობებს, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, პრეზენტაცია, დისკუსია, გუნდური მუშაობა და ა.შ.
- ახალ მეგობრებსა და დაუვიწყარ მოგონებებს;
- Შესაძლებლობას, მოიპოვონ 1000 ლარის ოდენობის სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტში.
ბანაკი არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების ადგილი - ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, აღმოაჩინონ თავიანთი მომვალი პროფესია, განივითარონ ლიდერული და გუნდური მუშაობის კომპეტენციები და პიროვნული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
Career Hunter Camp 2025 აბიტურიენტებს იშვიათად შესაძლებლობას სთავაზობს - სწორად შეაფასონ საკუთარი კარიერული ინტერესები, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიულ გზას და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეგობრულ, მოტივირებულ და ინსპირაციულ გარემოში.
ბანაკი "ალტე უნივერსიტეტის“ ორგანიზებით ტარდება, მონაწილეებს კი „ბაქსვუდის სკოლის“ წყნეთის კამპუსი მასპინძლობს — სივრცე, სადაც სწავლის პროცესს თან პოზიტიური ემოციები, აქტივობები და ნამდვილი ადამიანური კავშირების ჩამოყალიბებაც ახლავს.
წინა ბანაკები ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით სრულდებოდა - იყო ბევრი სიცილი, სითბო, გულწრფელი ცრემლებიც კი. სწორედ ეს გამოცდილება გვასწავლის საიდუმლო რეცეპტებს, რომლებიც წელს კიდევ უფრო დახვეწილი და შთამაგონებელი ბანაკის შექმნაში გვეხმარება” — მურო თაკალანძე, კარიერული განვითარების ბანაკის მენეჯერი.
ვის შეუძლია ბანაკში მონაწილეობა
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XI-XII კლასელ მოტივირებულ აბიტურიენტებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, რომლებიც კარიერული გზის გაცნობიერებულად დაგეგმვისა და პროფესიული არჩევანის განხორციელებით ინტერესდებიან.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტ
ბანაკში რეგისტაციის ეტაპები
რეგისტრაცია დაწყებულია და 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
- მონაწილეობის მსურველები, პირველ რიგში, უნდა გაწევრიანდნენ აბიტურიენტების კლუბში გაწევრიანდი აქ
- შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარადგინონ მოკლე სამოტივაციო წერილი ამავე ფორმაში: დარეგისტრირდი აქ
საბოლოოდ, საქართველოს მასშტაბით, 50 საუკეთესო აბიტურიენტი შეირჩევა, რომლებიც შეუერთდებიან კარიერული განვითარების ბანაკს.
მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა
ბანაკში მონაწილეობა ალტე უნივერსიტეტის მიერ სრულად ფინანსდება, რაც ამ ინიციატივას აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით ღირებულსა და ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო გამოცდილებად აქცევს.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
რატომ არის Career Hunter Camp 2025 აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება
Career Hunter Camp 2025 მონაწილეებისთვის მრავალმხრივი და შთამაგონებელი გამოცდილებაა, რომელიც მათ პროფესიული ინტერესების აღმოჩენაში, უნარების გაძლიერებაში და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში ეხმარება. ბანაკი არამხოლოდ პროფესიულ ორიენტაციაზე, არამედ პიროვნული ზრდისა და ახალი სოციალური კავშირების დამყარებაზეა ორიენტირებული, რაც მას აბიტურიენტებისთვის მართლაც გამორჩეულ საგანმანათლებლო სივრცედ აქცევს.
Career Hunter Camp 2025-ში მოტივირებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აღმოაჩინონ თავიანთი პროფესია და გადადგან მისკენ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
კომენტარები