ევროპაში Tesla-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა
ევროპაში Tesla-ს გაყიდვები სულ უფრო მცირდება.

ფოტო: Insideevs
ახალ მოხსენებაში, ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA) დაადგინა, რომ ევროკავშირში Tesla-ს გაყიდვები (იანვარსა და თებერვალში) წინა წელთან შედარებით 49%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, ACEA-ს მიხედვით, მასკის ელექტრომობილების მხოლოდ 19 000 ერთეული დაარეგისტრირეს ევროკავშირში. მაგალითისთვის, 2024 წლის იანვარსა და თებერვალში ევროპელებმა Tesla-ს 37 000 ახალი ავტომობილი შეიძინეს.
Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ასეთი შემცირება ბევრისთვის პირდაპირ კავშირშია ილონ მასკთან, კომპანიის გენერალურ დირექტორთან. ბევრი ევროპელის გაღიზიანება მასკის პოლიტიკაში გამოჩენამ გამოიწვია.
მას შემდეგ რაც მასკი დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად მოგვევლინა, მან ევროპაში ულტრა მემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდამჭერი განცხადებებიც გააკეთა. ბევრის აზრით, სწორედ ამასთან უნდა იყოს დაკავშირებული ევროპაში Tesla-ს მიმართ ინტერესის კლება.
კომენტარები