ეს თვეები გამოიყენეს თავის ქებისთვის, ჟურნალისტების, ექსპერტების დამუნათებისთვის — ბოკერია
ევროპული საქართველოს წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.
გიგა ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი უხელმძღვანელებენ.
ბოკერიას თქმით, ხელისუფლება, იმის ნაცლად, რომ მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის, თავის ქებითა და თვითკმაყოფილებით იყო დაკავებული.
"ევროპული საქართველო კოვიდპანდემიის დაწყების მომენტიდანვე ძალიან მწვავე დისკუსიასა და პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყო ივანიშვილის გუნდთან იმ ნაბიჯებთან დაკაშირებით, რაც უნდა გადაედგა და არ უნდა გადაედგა მთავრობას ასეთი გამოწვევის დროს. ჩვენ ვთვლით, რომ მათი მხრიდან გადასახადების არდაწევა და საშუალო კლასისა და გაჭირვებულების არდახმარება არის დანაშაულის ტოლფასი და ამას აგრძელებენ დღესაც და ჩვენ მოწოდებებს ყურად არ იღებენ გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას განცხადებით, მთავრობამ დისპროპორციულად, დრაკონულად დაკეტეს ქვეყანა და ზიანი მიაყენეს ქვეყანასა და მოქალაქეებს. მისი თქმით, კომენდანტის საათი; ცოლ-ქმრისთვის გვერდი-გვერდ ჯდომა მანქანში იყო აბსურდული, ასევე, ქუჩების მორეცხვა და ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვა.
"ჩაკეტვის ეს თვეები, რომლებიც ეპიდემიოლოგიურად იყო უსაფრთხო, უნდა გამოყენებულიყო ქვეყნის მომზადებისათვის, იმ მომენტისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა და ისევ იქნებოდა მატება დაინფიცირებული ადამიანების. ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე სურათს, რომ არაფერი ივანიშვილის გუნდს ამ თვეების განმავლობაში არ გაუკეთებია, იმისთვის, რომ მომზადებულიყო ამ მდგომარეობისთვის. ეხლა საუბრობენ კოვიდ საწოლებსა და საველე ჰოსპიტლებზე, ეხლა აღმოაჩინეს, რომ ცხელი ხაზი, შესაძლოა, გადაიტვირთოს და ეხლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს", — აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიამ განაცხადა, რომ მთელი ეს თვეები მთავრობამ საკუთარი თავის ქებისთვის, თვითტკბობისთვის და დამუნათებისთვის გამოიყენა. ბოკერიას თქმით, მთავრობა ამუნათებდა ჟურნალისტებსაც და ყველას, ვინც კითხვებს სვამდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები