სატვირთო ავტომობილის სამხედროთა ჯგუფში შევარდნის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ისრაელის პოლიციამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სხეულები "ქუჩაში ეყარა". რამდენიმე მედია საშუალების ინფორმაციით, დაიღუპა 3 სამხედრო.

მსგავსი თავდასხმა მოხდა რამდენიმე კვირის წინ ბერლინში, სადაც სატვირთო ავტომობილის საშობაო ბაზრობაზე შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.