რომელ უნივერსიტეტში როგორ განახლდება სწავლა
19 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ნაწილობრივ დისტანციურად გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ სწავლის დაწყების წინა საღამოს გაავრცელა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი იქნებიან, სასწავლო პროცესი, გარდა ლაბორატორიულ-პრაქტიკული სამუშაოებისა, დისტანციურ რეჟიმში წარმართონ.
რაც შეეხება აჭარას, იქ მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმზე წარმართავს.
On.ge დაინტერესდა, როგორ გააგრძელებენ სწავლას თბილისში არსებული დიდი უნივერსიტეტები და მათ დაუკავშირდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სწავლება მათთან ნაწილობრივ დისტანციურად გაგრძელდება. კერძოდ, აუდიტორიებში განახლდება ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები, ხოლო სხვა დანარჩენი — დისტანიურად.
ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლა, ასევე, ნაწილობრივ დისტანციურად იქნება და სტუდენტები აუდიტორიებში მხოლოდ ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობისთვის მივლენ.
რამდენიმე უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ გარდა პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობებისა, სავალდებულო იყოს სტუდენტების აუდიტორიებში მისვლა გამოცდებზეც. ესენია: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტი. სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები სამივე დაწესებულებაში დისტანციურად იქნება.
რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მათი ცნობით, 19-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის აუდიტორიებში, არადისტანციურ რეჟიმში, ჩატარდება ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები. ამასთან, 26 ოქტომბრიდან, სწავლა შერეულ ფორმატზე გადავა, კერძოდ, განახლდება სალექციო კურსები, ხოლო პარალელურად, ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები უნივერსიტეტის სივრცეში წარიმართება.
ნაწილობრივ დისტანციურად განახლდება სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტშიც. კერძოდ, ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებისთვის სტუდენტები უნივერსიტეტში უნდა მივიდნენ, ხოლო სალექციო კურსები და უახლოეს კვირეებში დანიშნული გამოცდები დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.
"19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაგრძელდება ჰიბრიდული ფორმით, რაც გულისხმობს:
- კოვიდ-კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელებას დისტანციურ რეჟიმში;
- სალექციო კურსების და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდების ჩატარებას დისტანციურ რეჟიმში;
- ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სეუ, სასწავლებლების უმრავლესობის მსგავსად, აქაც ლაბორატორიული-პრაქტიკული კურსები აუდიტორიებში ჩატარდება, თუმცა თეორიული კურსები, ასევე, ლექცია-სემინარები დისტანციურ რეჟიმში.
On.ge-სთვის ცნობილია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში ხვალიდან შუალედური გამოცდები არადისტანციურად იწყება. სტუდენტების ნაწილი აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს. ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდით უნივერსიტეტის პრესსმასახურთან დაკავშირებას, თუმცა ზარებს არ პასუხობენ.
უნივერსიტეტებში სწავლის 19 ოქტომბრიდან დაწყების შესახებ მთავრობის წევრებმა 28 სექტემბერს განაცხადეს. განათლების მინისტრმა მაშინ თქვა, რომ "სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, სასწავლებლები უკვე არადისტაცნიურად განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას".
უკვე 15 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სწავლის 19 ოქტომბრიდან გაგრძელების გეგმა ძალაში რჩება და კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნები არ უნდა შეიზღუდოს. ამის შემდეგ კი მან დააზუსტა, რომ "უნივერსიტეტებს რეკომენდაცია ექნებათ იქ, სადაც შესაძლებელია, დისტანციური სწავლა იყოს".
"მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობების აუდიტორიებში ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ", — განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
უკვე დღეს, უნივერსიტეტების დაწყებამდე, ფაქტობრივად, რამდენიმე საათით ადრე, გავრცელდა განათლების მინისტრის მოადგილის განცხადება, რომლის მიხედვით, 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება საუნივერსიტეტო სივრცეებში, ხოლო სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად წარიმართება.
როგორც აღმოჩნდა, ბრძანებაში ცვლილება 15 ოქტომბერს შევიდა, ანუ იმ დღეს, როცა გახარიამ თქვა, რომ 19 ოქტომბერს სწავლის დაწყების გეგმა ძალაში რჩება. დოკუმენტის მიხედვით, თბილისში, ქუთაისსი, ზუგდიდსა და ფოთში პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები წარიმართება არადისტანციურ რეჟიმში. ამასთან, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი იქნებიან, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში წარმართონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში მინისტრის მოადგილე ამბობს:
"ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ, იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული".
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები