დიდუბეში კაცის ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.