ცხოველთა უფლებადამცველების თქმით, წნორში ქალი ძაღლებს გაუსაძლის პირობებში ამყოფებს
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ცნობით, წნორში მცხოვრები ქალი, რომელსაც საკუთარ სახლში ძაღლების თავშესაფარი აქვს მოწყობილი, ცხოველებს გაუსაძლის პირობებში ამყოფებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგეს და გუშინ, 17 ოქტომბერს გადასამოწმებლად წნორში ჩავიდნენ.
როგორც ორგანიზაციაში On.ge-ს უთხრეს, ქალმა აქტივისტებსა და უფლებადამცველებს თავშესაფარში შესვლის საშუალება არ მისცა და როგორც სიტყვიერად, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდა მათ.
"როცა მოითხოვეს რომ ენახათ ეს საცხოვრებელი სახლი, ის, თუ რა მდგომარეობა იყო იქ, ეს ქალი აღელდა, იმის მაგივრად, რომ ეთქვა, კი ბატონო, მობრძანდით და ნახეთ თქვენი თვალით, რომ აქ ცხოველები არ იტანჯებიან და ნორმალურად მყავს, შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური. კონკრეტულად კი, თმებით ითრია ორი ადამიანი, ერთი ჩვენი თანამშრომელი და მეორე აქტივისტი", — გვიყვება თეიმურაზ წიქორიძე.
იგი განმარტავს, რომ ქალი, სავარაუდოდ, ფულის სანაცვლოდ მეპატრონეებს საკუთარი ცხოველების შენახვასა და მოვლას ჰპირდება, თუმცა მათ არ უქმნის სათანადო პირობებს. ამაზე კი, მისი განცხადებით, არავინ რეაგირებს.
"პრობლემა ის არის, რომ ძაღლები ასეთ საშინელ სიტუაციაში ჰყავს და არ რეაგირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით მათ ევალებათ შემოწმება და ჯარიმის გამოწერა, თუ არ ხდება ცხოველის მოვლა, პატრონების წესების დაცვა. არ რეაგირებს არც გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელსაც, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლით ევალება, რომ მათი სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირმა, რეაგირება მოახდინოს თუ ფიქსირდება ცხოველისადმი არასათანადო მოპრყობა. არ რეაგირებს, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდული პირი, სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ფუნქციაში არის, რომ თავშესაფრები შეამოწმოს და ნახოს ვეტერინარული თვალსაზრისით რა მდგომრეობაა. ჩვენ, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა ვცადეთ რეაგირება და პირიქით, დაზარალებულები აღმოვჩნდით", — ამბობს იგი.
წიქორიძის განცხადებით, ქვეყანაში არ არის კანონი, რომელიც ცხოველთა უფლებებს დაიცავს, ხოლო არსებული კანონმდებლობა, მისი თქმით, ფაქტობრივად "მკვდარია".
"საქართველოში არ გვაქვს კანონი ცხოველის ჩამორთმევაზე. მაშინაც კი, როცა ცხოველებზე ადამიანი ძალადობს ან არასათანადოდ ეპყრობა მათ, მისი ჩამორთმევის შესახებ კანონი არ არსებობს. ასევე, არ არის ერთი უწყებაც კი, რომელიც მივა და სიტუაციას დაათვალიერებს, როცა იგებს რომ არსებობს პირი, რომელიც ასე აწამებს ცხოველებს, ჩაკეტილი ჰყავს ისინი, არ აჭმევს და არ ასმევს მათ", — განაცხადა მან.
აღნიშნულის შესახებ, საკუთარ ფეისბუქზე იმ აქტივისტმაც დაწერა, რომელსაც ქალი ფიზიკურად დაუპირისპირდა. მისი თქმით, იქ ჩასულებმა ორი ძაღლის წამოყვანა მოახერხეს. იგი აღნიშნავს, რომ ძაღლები "გაძვალტყავებულად და დაავადებულად" გამოიყურებოდნენ.
"მომივარდა მანქანასთან, სადაც მე და მისი ჭიშკრის მიმდებარედ დაჭერილი ორი ძაღლი ვიჯექით და წიხლების და ხელების რტყმით ცდილობდა, კარები გამეღო, რის გამოც ძაღლებთან ერთად შიგნიდან ჩავიკეტე მანქანაში, რომ არაფერი დაეშავებინა არც ჩემთვის, არც ძაღლებისთვის", — წერს ერთ-ერთი ცხოველთა დამცველი.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე განცხადებით, აღნიშნული ქალის წინააღმდეგ შსს-ს ადრეც მიმართეს და დაახლოებით, ერთი წელია, რაც გამოძიება 259-ე — ცხოველის წამების ან მისდამდი სასტიკი მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ საქმეზე ახალი გამოძიება, გარდა ძალადობის მუხლისა, არ დაწყებულა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები