დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში — 136. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა.

ჯამში დღეს 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 233. ქვეყანაში სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან, 8 060 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 136 გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში 5 900 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში — 1388.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: