500 Startups-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups საქართველოშია. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში შერჩეულ 15 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებთან ერთად ემუშავათ. პროგრამის მეორე ეტაპისთვის კი, ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა. აქედან 5 სტარტაპი აქსელერაციის ფინალისტია იყო, კიდევ ხუთს კი მიეცა შესაძლებლობა, ინვესტორების წინაშე დემო დღეზე საკუთარი იდეებით წარმდგარიყვნენ. ხუთმა ფინალისტმა პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განაგრძო, დამატებით ინვესტიციას კი ფინალურ ეტაპზე ორმა გამარჯვებულმა მიიღო.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით მსგავსი ტიპის გლობალური პროექტი ხორციელდება. მსოფლიოში წამყვან, ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან მუშაობის ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქართული სტარტაპების, ასევე გლობალური ეკოსისტემის განვითარებაში. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტში ჩართულ სტარტაპებს. ჩვენ გვეამაყება მათი წარმატება", — განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება. დემო დღეზე 10 კომპანია წარსდგა. ესენია: CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars. მათ შორის სამი უცხოური კომპანიაა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაა, რომლებიც ქართულ სტარტაპებად დარეგისტრირდნენ.
500 Georgia პროგრამის პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი Cardeal და Cargon 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე კი აქსელერაციის მეორე ნაკადზე აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: ecosystems.500.co).
ინფორმაციისთვის, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან — დღიდან დაარსებისა, კომპანიის 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში ახორციელებს ინვესტირებას. მის პორტფოლიოში შედის ისეთი Unicorn სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები