დუშეთის რაიონში მცხოვრები შვიდშვილიანი ოჯახი, ამიერიდან, საკუთარ სახლში იცხოვრებს. საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მათ საცხოვრებელი სახლი საჩუქრად უკვე გადასცა.

დედას 7 შვილის გაზრდა მარტოს უწევს და ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლოდ სოციალური დახმარებაა. მამა შშმ პირია. საქართველოს ეროვნულ ლატარეაში აცხადებენ, რომ ქალი შვილებისთვის საკვებს და ზამთარში გასათბობ შეშასაც ვალად ყიდულობდა და შემდეგ დაგროვილ ვალს ეტაპობრივად იხდიდა.

"თუმცა, ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი სახლი იყო. ისინი 10 წლის მანძილზე ნათესავის სახლში იყვნენ შეკედლებულნი. ნათესავის, რომელიც მრავაშვილიან ოჯახს სახლში უსასყიდლოდ აცხოვრებდა. სამწუხაროდ, მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სასწრაფოდ თანხა დასჭირდა. თანხის მოძიების ერთადერთი საშუალება კი, სახლის გაყიდვა გახლდათ. სახლი ოქტომბრის ბოლოს უნდა დაეცალათ. ისინი უსახლკარობისთვის იყვნენ განწირულნი", — აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ოჯახს 10 წლის ნანატრი ოცნება აუსრულა — მათ ის სახლი, სადაც 10 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ, საჩუქრად გადასცეს.

"სახლის მოსაწყობად კი, ქართველმა ემიგრანტემა და კეთილმა ადამიანებმა საკმაოდ სოლიდური თანხა შეუგროვეს. ოჯახის ისტორია, კიდევ ერთი მაგალიათია იმისა, რომ საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის ჩართულობით შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამ ერთობით რადიკალურად შეიცვალა ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება. ამიერიდან, ოჯახში მცხოვრებ 7 ბავშვს არც საკვების, არც შეშის და არც სახლის პრობლემა აღარ ექნებათ", — აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ქალი შემოსული თანხით მეურნეობის მოწყობას და სახლის გარემონტებას აპირებს.

საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას უხდის საკუთარ მომხმარებლებს, რადგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.

"ასე, რომ როდესაც თქვენ თამაშობთ ლატარიას, ავტომატურად ხდებით ქველმოქმედების მონაწილე და ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზას კომპანიის სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის".