ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებული თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა
ოკუპირებულ ცხინვალში შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ამის შესახებ მეარაყიშვილის ადვოკატი, ალან ბაზაზაევი Sapa Tskhinval-თან აცხადებს.
მათი ცნობით, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ადვოკატის თქმით, მეარაყიშვილმა სრულად უარი თქვა არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.
"მისი არტერიული წნევა მერყეობს, ის არ იღებს წყალს და წამლებს. ის ნორმალურად საუბრობს, მაგრამ გარეგნულად ეტყობა, რომ ცუდად არის. მან თქვა, რომ დაახლოებით 10 კგ დაიკლო", — აცხადებს ადვოკატი.
ბაზაევმა აღნიშნა, რომ დაკავების იზოლატორის ექიმები აკვირდებიან თამარას და მოუწოდებენ, შიმშილობა შეწყვიტოს, მაგრამ ის კატეგორიულად უარს ამბობს და თავის უდანაშაულობას აპროტესტებს. ადვოკატმა დასძინა, რომ მეარაყიშვილმა მშრალი შიმშილობის დაწყება გუშინ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან საკვებზე უარის თქმის შესახებ არასათანადო განცხადებების შემდეგ გადაწყვიტა.
"ის ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თავს პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად პატიმრად მიიჩნევს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას გათავისუფლებამდე", — განაცხადა ბაზაევმა.
ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო ღონისძიებებზე სამხრეთ ოსეთის სახელით გამოვიდა და საკუთარი უფლებების დაცვისთვის ფულადი სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი 2018 წელს ნიდერლანდების საელჩოსგან მიიღო, გაცემული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და პრეზიდენტმა გაგლოევმა პრესკონფერენციაზე წარადგინა.
ალან ბაზაევი ამბობს, რომ მშრალი შიმშილობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს — წყლის გარეშე ორგანიზმში შეიძლება შეუქცევადი პროცესები მოხდეს, მათ შორის სასიცოცხლო ორგანოების უკმარისობა, ხოლო მომდევნო ათი დღე შეიძლება კრიტიკული იყოს.
თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის საქალაქო სასამართლომ 24 დეკემბერს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ქართველი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი ერთ წელზე მეტია ვერ იღებს ახალ პასპორტს, რაც მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ფარგლებში გადაადგილებასა და დასაქმებაში ხელს უშლის. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები სოციალურ მედიაში მის კრიტიკულ პოსტებს უკავშირდება.
მეარაყიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან მარგიევს, საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით და შეხვედრა ითხოვა. მან თქვა, რომ მოთხოვნა ე.წ. პარლამენტის მისაღებშიც შეიტანა, მაგრამ უშედეგოდ.
- თამთა მიქელაძე: მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის
- DRI: "დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა Facebook-ზე საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს"
- თამთა მიქელაძე: ადვოკატის თქმით, თამარი ნორმალურადაა, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საკვების მიღებაზე
- ოკუპირებულ ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
- უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები