ფოთში გირჩის კანდიდატის თქმით, მისი პოლიტიკური აქტივობის გამო მერიამ მამამისს კონტრაქტი შეუწყვიტა, მერიაში უარყოფენ
გირჩის ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბორის ყურუა აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური აქტივობის გამო ფოთის მერიიდან მამამისს ემუქრებოდნენ და სამშენებლო სამუშაოებზე კონტრაქტი შეუწყვიტეს. მერიაში ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მიზეზი კონტრაქტით დაკისრებული პირობების შეუსრულებლობა იყო.
ყურუას განცხადებით, მამამისის კომპანია ტოპგრუპი ფოთში კეთილმოწყობის სამუშაოებს აწარმოებდა. მისი თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მერიამ 6 ოქტომბერს აცნობა და მიზეზად ის დაასახელა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, სამუშაოები დროულად ვერ შესრულდა. მისივე თქმით, დამატებითი ვადა მერიას განსაზღვრული არ ჰქონია.
"ანუ, დამატებითი ვადა ჰგონიათ, რომ დაემუქრნენ შეგიწყვეტთო და მერე ცოტა აცადეს ის დრო. შეწყვეტას რაც შეეხება წერილით არ ხდება, საჭიროა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ფოთის მერიამ ისევ და ისევ დაიკიდა", — აცხადებს ის.
ყურუა ამბობს, რომ მამამისი მუდმივად აცნობებდა მერიას პროექტში არსებული ხარვეზების შესახებ, რამაც სამუშაოების დაგვიანება გამოიწვია, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონდათ.
"კერძოდ: ხაჯთაღრიცხვაში მოცემული მანქანა-მექანიზმები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ობიექტზე გადაადგილებას, შესაბამისად, კომპანიამ უფრო მცირე გაბარიტების მანქანებით განახორციელა სამუშაოების ნაწილი, ამას სჭირდებოდა პროექტში ცვლილება, რაზეც მიმართა ფოთის მერიას, თუმცა დაიკიდეს.
ამავე ქუჩებზე მუშაობდა შპს ტაჰალი, რომელიც ახორციელებდა საკანალიზაციო ჭების მოწყობას, მათი მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა მამაჩემის მუშაობას, რადგან უმეტესად გზას კეტავდნენ. ამის თაობაზეც მიმართა მერიას, რომ ვადა გაეგრძელებინათ, თუმცა ეს მოთხოვნაც დაიკიდა მერიამ.
სამუშაოს მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ გათხრისას გროვდებოდა გრუნტის წყლები, დაერთო ამ ყველაფერს წვიმიანი ამინდი. ისევ მიწერა მამაჩემმა მერიას, რომ პროექტში წყალამოღვრა არ იყო გათვალისწინებული და საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება, რაც მერიამ არ დაიკიდა და უპასუხეს, შენ უნდა გცოდნოდა კლიმატური პირობები და ის, რომ ფოთში რომ გათხრი, ქვემოთ წყალიაო (როცა პროექტი მათი შედგენილია)", — წერს ის.
ყურუას აქვს მოლოდინი, რომ მამამისს დაიჭერენ, რადგან "ისედაც აქვს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები სასამართლოში".
"ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ქუჩა ბევრად დიდხანს იქნება გადათხრილი, თავიანთ ახლობელს მიცემენ პროექტს, ის იდიოტურად გააკეთებს, ხარჯები გაიზრდება და ასე შემდეგ. ასე ექცევიან ეს ადამიანები ჩვენს ფულს, იმიტომ რომ უბრალოდ კიდიათ", — წერს ის.
ფოთის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ კომპანია სამუშაოებს აწარმოებდა გეგმა- გრაფიკის დარღვევით.
"ხელშეკრულებით, სამუშაოების შესრულების ვადა იყო სამი თვე. 2 თვის შემდეგ, კომპანიას შესრულებული ქონდა სამუშაოების 10%. ამდენად შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება და შეუჩერდა ხელშეკრულება", — აცხადებენ მერიაში.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები