ნათია კუპრაშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალი საკმარისია შედეგის საჩვენებლად
სამეურვეო საბჭომ დღეს, 4 იანვარს, გენერალური დირექტორობის კიდევ ერთ კანდიდატს, ნათია კუპრაშვილს მოუსმინა. მან სამეურვეო საბჭოს ხედვები და მაუწყებელში არსებული პრობლემები გააცნო.
კუპრაშვილის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღევანდელი მდგომარეობით საკუთარი დღის წესრიგით არ მუშაობს, დამოკიდებულია სხვა მედიასაშუალებებზე და ორიგინალურ პროდუქტს არ ქმნის.
„ჩვენ უნდა დავსახოთ მარტივი ამოცანა, რაც დასახული აქვს სხვა მედიებს. მინიმუმ 80% უნდა იქმნებოდეს აქ,“ - განმარტა მან.
მისი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი საკმარისია შედეგის საჩვენებლად და შემოსავალი და რეიტინგი არ არის პროპორციული იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე სატელევიზიო და რადიო არხისგან შედგება.
დირექტორობის კანდიდატი 2017 წელს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას საკითხებს შეეხო. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში არ ჩანს, როგორ უნდა გააშუქოს მაუწყებელმა მომავალი არჩევნები, მათ შორის რეგიონებში.
კუპრაშვილის თქმით, ქცევის კოდექსი, რომლის დაცვის ვალდებულებაც მაუწყებლის თანამშრომლებს აქვთ, მოძველებულია და მასში მაუწყებლის თანამშრომლების სოციალურ ქსელში ქცევის წესებიც გაწერილი უნდა იყოს.
„თითოეული რეპორტაჟი, რომელიც გადის მაუწყებლის ეთერში, მასალა რომელიც გადაიცემა და პროდუქტი, რომელიც მზადდება, ბადეც კი როგორ ლაგდება, ამის განხილვა უნდა ხდებოდეს ქცევის კოდექსის კონტექსტში“, - თქვა გასაუბრებაზე კუპრაშვილმა.
პრობლემებს შორის დირექტორობის კანდიდატმა თანამშრომლების ჩართულობაც გამოყო. მას მიაჩნია, რომ მაუწყებლის თანამშრომლები არ არიან ჩართული ამ პროცესში, რაც შედეგის მომტანი ვერ იქნება.
მისი აზრით, ახალმა გენერალურმა დირექტორმა აქცენტი ტელემაყურებელზე უდნა გააკეთოს, რადგან მისი მუშაობის დროს, მედიაბაზარზე დომინანტი კვლავ ტელემედია იქნება. გარდა ამისა, კუპრაშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს გარანტირებული რიგითი ნომერი ნებისმიერი სახით გავრცელებისას.
კუპრაშვილსაც, როგორც აქამდე გასაუბრებაზე მყოფ კანდიდატებს, იმ მიზეზების დასახელება სთხოვეს, რის გამოც მასზე უნდა შეაჩერონ ყურადღება, რაზეც მანდ ასე უპასუხა:
„მე კარგ შანსს ვიძლევი, რომ კარგი გადაწყვეტილება მიიღოთ. ამ ორგანიზაციას სჭირდება სისხლი გარედან. ჩემი აზრით, ახლა ცოტა ამოქოქვა სჭირდება გარედან. ამ შემთხვევაში მე ვარ გარედან, ოღონდ, მე თან ვარ გარედან და თან ვიყავი შიგნიდან იმიტომ, რომ ვხედავდი ამ პროცესებს და ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, თქვენც იცით, რომ არასდროს მომიდუნებია ჩემი ყურადღება იმაზე, რაც აქ ხდებოდა. თუკი ვიყავი კრიტიკოსი, ვიყავი გულშემატკივარი კრიტიკოსი, იმ პროცესების რომელიც მიმდინარეობს აქ".
ნათია კუპრაშვილი 2009 წლიდან საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია, 2011 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი და კოორდინატორი. ჟურნალისტური საქმიანობა 1995 წელს დაიწყო და მუშაობდა რეგიონულ გაზეთებში: კვირა, რაკურსი, მთავარი იმერეთში.
სამეურვეო საბჭო კუპრაშვილამდე თინათინ (თიკო) ბერძენიშვილსა და ზაალ ანჯაფარიძეს გაესაუბრა, ხვალ კი შეხვედრა ვასილ მაღლაფერიძესა და ნინო ზაუტაშვილთან არის დაგეგმილი.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები