ვთავაზობთ ხელისუფლებას პრობლემების იდენტიფიკაციასა და მისი გადაჭრის გზებს — კალოიანი
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი, ხელისუფლებას პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზებს სთავაზობს.
"როგორც პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, დღესაც არ ვერთვებით ჯიგრულ და არაკვალიფიცურ დებატებში და ვთავაზობთ ხელისუფლებას პრობლემების იდენტიფიკაციას და მისი გადაჭრის გზებს:
ნაცვლად ადრეული გამოვლენისა გვაქვს დაავადების დაგვიანებული გამოვლენა.
— მოუმზადებელმა და გაუმართლებლად დაბალმა ლაბორატორიულმა მოცულობამ, გამოიწვია პასუხების დაგვიანება და ინფიცირებულთათვის ინფორმაციის დროული მიუწოდებლობა. ამან შეუწყო ხელი ინფექციის გავრცელებას. რამდენი შეიძლება დასნებოვნდეს 100 მცდარი პასუხით, ეს კალკულატორის გარეშეც დაითვლება;
— პირველადი ჯანდაცვისთვის ინფორმაციის დროულმა და ადექვატურმა მიუწოდებლობამ განაპირობა დაბნეულობა პაციენტებში და კოლეგებში, რამაც, ასევე, ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას.
გამოსავალი:
— გასატესტი ჯგუფების დროული იდენტიფიკაცია და უწყვეტობა;
— ლაბორატორიების ტექნიკური რესურსის გაზრდა;
— ადამიანური რესურსის მობილიზაცია;
— პირველადი ჯანდაცვის რგოლის უწყვეტი წრთვნა და ტექნიკური მხარდაჭერა.
ნაცვლად დროული სამედიცინო მომსახურებისა, გვაქვს დაგვიანებული სამედიცინო მომსახურება.
პაციენტთა ნაკადის გაუმართლებელმა სეგმენტაციამ, დაყოფილმა და ჰიბრიდულმა (სუფთა და ინფიცირებული პაციენტები ერთ სივრცეში) ჰოსპიტალურმა სისტემამ, შეამცირა დროული ხელმისაწვდომობა ადექვატურ სამედიცინო დახამრებაზე. ამან კატასტროფულად გაზარდა სიკვდილობა ქვეყანაში.
ბ-ნო პრემიერო, რა სამედიცინო აუცილებლობით იყო განპირობებული 79 წლის მძიმე პაციენტის გადაყვანა ბათუმიდან ქუთაისში. რა სპეციფიური დახმარება მიიღო პაციენტმა იქ, რასაც ვერ მიიღებდა ბათუმის კლინიკებში?! პაციენტების რეფერალის ძირითად პრინციპებს პირველ კურსელი რეზიდენტები სწავლობენ, მათ შორის წიგნებიდან.
გამოსავალი:
ისევე როგორც გაზაფხულზე:
— რეგიონალურ ცენტრებში — ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, თბილისი, რუსთავი — მძიმე და კრიტიკული პაციენტების კონცენტრაცია კარგად აღჭურვილ, ლიცენზირებულ საავადმყოფოებში.
ეს თავიდან აგვაცილებს ინფექციის მეტ გავრცელებას და მოგვცემს რესურსების მეტად ეფექტურად გამოყენების საშუალებას. საბოლოო ჯამში ეს გადაარჩენს მეტ პაციენტს.
— დღეს მაინც, დიდი დაგვიანებით, შეიქმნას მართვის ერთიანი ცენტრის და გაიცეს თანმიმდევრული მითოთებები.
— პირველად ჯანდაცვაში არსებული რეგუალციების იმპლემენტაცია.
ნაცვლად მოქალაქეების სწრაფი დაბრუნებისა გვაქვს დაგვიანებული დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში.
— გამოჯანმრთელების კრიტერიუმები შეიცვალა მხოლოდ აფეთქების პიკზე. მანამდე არ იყო ჩატარებული არავითარი სამუშაო ამ მიმართულებით;
— დღესაც, სამედიცინო და საკარანტინო დაწესებულებები არ არიან სრულად ინფორმირებული ამ კრიტერიუმების შესახებ.
გამოსავალი.
— გამოჯანმრთელების კრიტერიუმების ნათლად გაწერა და მყარი არგუმენტების გარეშე მისი ყოველკვირეული ცვლილებების არ დაშვება;
— იზოლაციის წესების დახვეწა, ადექვატური დანერგვა და მეთვალყურეობა.
მოვუწოდებთ მთავრობას, საჯარო გახადოს 48 მლნ. ლარის ხარჯვის გეგმა და გაიაროს კონსულტაციები პროფესიულ ჯგუფებთან.
ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაასრულოს კონფრონტაცია სამედიცინო სექტორთან, გადადოს გვერდზე ამბიციები და შიდა პარტიული ინტრიგები და თავდაუზოგავად ვიშრომოთ პაციენტების გადასარჩენად.
ისევე როგორც პანდემიის დასაწყისში ნებისმიერი ფორმით — ფიზიკური, ინტელექტუალური რესურსით — მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში.
დრო ცოტაა, ფასი ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეა", — ამბობს კალოიანი.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები