12-მა უმაღლესმა სასწავლებელმა აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას მოაწერა ხელი
5 ოქტომბერს პროექტის Integrity ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ.
კონფერენციაში, რომელიც Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის, აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში Integrity, დასკვნითი ღონისძიება იყო, მონაწილეობდნენ ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები.
კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ გახსნა. შემდეგ, საქართველოში აკრედიტებული 12 უმაღლესი სასწავლებლის რექტორებმა და უფლებამოსილმა პირებმა აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას მოაწერეს ხელი. პროექტის ფარგლებში შემუშავებული დეკლარაციის ხელმოწერით ინსტიტუციებმა გამოხატეს მზაობა, უზრუნველყონ აკადემიური კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვა სასწავლო საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა განიხილეს აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი. ერთმანეთს გაუზიარეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის საუკეთესო პრაქტიკა და რეკომენდაციები.
პროექტის მიღწევები
პროექტის ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომელობითა და მათი ჩართულობით, პარტნიორ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
- პროექტის ფინანსური რესურსით დაინერგა უნივერსიტეტებში პლაგიატის დეტექციის ელექტრონული სისტემა. ორი წლის განმავლობაში აღნიშნული სისტემით შემოწმდა 365 000 ნაშრომი;
- გადამუშავდა აკადემიური წერის კურსის კურიკულუმი. სულ ცვლილებები განხორციელდა 23 სასწავლო კურსში, სწავლების სამივე საფეხურზე;
- საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხერხდა აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა და რედაქტირება, რომელშიც დეტალურად გაიწერა აკადემიურ სივრცეში პლაგიატის პრევენციის, დეტექციისა და მასზე რეაგირების მექანიზმები;
- გადამზადდა 800-მდე აკადემიური პერსონალი, რომლებიც ამ ორი წლის მანძილზე 2600-ზე მეტ სასწავლო კურსს უძღვებოდნენ;
- სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა რამდენიმე ათეული ღონისძიება, კონკურსი, შეიქმნა მულტიმედია რესურსები, რომელთა დახმარებითაც 50 000-ზე მეტ სტუდენტს შორის გავრცელდა ინფორმაცია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები